თეიმურაზ (თემურ) ბაბლუანი

კინორეჟისორი 

დაიბადა სოფელ ჩოგურში (ლენტეხის რ-ნი) 1948 წლის 20 მარტს. მშობლები: ნინო ჟვანია, გელა ბაბლუანი. მეუღლე: ლია ბაბლუანი. შვილები: ოლღა, გელა, სოფიკო, გიორგი,ლიანა. 

1979 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (თენგიზ აბულაძისა და ირაკლი კვირიკაძის სახელოსნო).

სტუდია ”ადამ და ევას” სამხატვრო ხელმძღვანელი. რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1995)


ფილმოგრაფია

 ღიმილის ბიჭები (1969) - მსახიობი 

 მოტაცება (1975) - დამდგმელი რეჟისორი 

 ბეღურების გადაფრენა (1979) - დამდგმელი რეჟისორი 

 მშობლიურო ჩემო მიწავ (1980) -  მსახიობი

 ძმა (1981) - სცენარისტი, დამდგმელი რეჟისორი 

კუკარაჩა (1982), სატელევიზიო - მსახიობი (მურტალო)

ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი (1989) - მსახიობი

უძინართა მზე (1992) - სცენარისტი, დამდგმელი რეჟისორი, კომპოზიტორი 

შეყვარებული მზარეულის 1001 რეცეპტი (1996) - აღმასრულებელი პროდჲუსერი 

მემკვიდრეობა (2006) - სცენარისტი, დამდგმელი რეჟისორი

 
 
თემურ ბაბლუანის კინო (და)რომანი - ინტერვიუ თემურ ბაბლუანთან. ესაუბრა მაგდა ანიკაშვილი  -  ჟურნალი "ფილმ პრინტი" 2018