ალექსანდრე (კუკური) გვასალია

 კინოოპერატორი

 

დაამთავრა ფოთის ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმი. სწავლობდა ოდესის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

მისი პირველი შეხვედრა დიდ კინემატოგრაფთან 1957 წელს შედგა მის მშობლიურ სოფელ ნოქალაქევში, სადაც რეჟისორი დავით რონდელი ”მამლუქს” იღებდა. მას რეჟისორის თანაშემწის ადგილი შესთავაზეს. მესამე კურსის სტუდენტმა საბოლოოდ გადაწყვიტა პროფესიის შეცვლა. დაიწყო მუშაობა კინოსტუდიაში, თავდაპირველად პავილიონის მუშად, შემდეგ საოპერატორო საამქროში -ოპერატორად.

1961 წლიდან ოპერატორის ასისტენტია, ხოლო 1969 წლიდან - ოპერატორი. 70-იანი წლებიდან, როგორც დამდგმელი ოპერატორი, იღებს რამდენიმე მოკლემეტრაჟიან და დოკუმენტურ ფილმს.

 

ფილმოგრაფია

1მიზანი (1979) - დამდგმელი ოპერატორი

2. დები წყვდიადში (1981) - დამდგმელი ოპერატორი

3. არაჩვეულებრივი რეისი (1982)  - დამდგმელი ოპერატორი

4. მჭედელი (1982)  - დამდგმელი ოპერატორი

5. ოჯახი (1985)  - დამდგმელი ოპერატორი

6. ჩვენი ჯერია, ბიჭებო! (1986) -  დამდგმელი ოპერატორი

7. აღდგომის ბატკანი (1988)  - დამდგმელი ოპერატორი

8. უცხო (1988)  - დამდგმელი ოპერატორი

 

 

იხ. ლიანა ქიმერიძე. ალექსანდრე გვასალია - ალმანახი ”კინო” 1983 (მეათე გამოშვება)