ირაკლი კვირიკაძე

სცენარისტი, კინორეჟისორი

 

 დაიბადა თბილისში 1939 წლის 12 ივნისს.
 
 საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1983).
 
 1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1970 წელს - მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (გ.ჩუხრაის სახელოსნო). სადიპლომო ნამუშევარი - სატელევიზიო მოკლემეტრაჟიანი ფილმი ”ქვევრი”. ამჟამად მუშაობს ამერიკაში, გერმანიაში, რუსეთში.

ფილმოგრაფია

1. ქვევრი 1970) - დამდგმელი რეჟისორი

2. ქალაქი ანარა (1976) - სცენარისტი, დამდგმელი რეჟისორი

3. მოგზაურობა სოპოტში (1979) - სცენარისტი

4. მოცურავე (1981) - სცენარისტი, დამდგმელი რეჟისორი

5. Vozvrashenie Olmesa (ოლმესის დაბრუნება) (1985) - დამდგმელი რეჟისორი

6. რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპა (1986) - სცენარისტი

7. Chudovishe ili kto-to drygoi (1988) (ურჩხული ან ვიღაც სხვა) - სცენარისტი

8. დონ ჟუანი ღაჟღაჟა ლოყებით (1989) - სცენარისტი

9. ამხანაგ სტალინის მოგზაურობა აფრიკაში (1991) - სცენარისტი, რეჟისორი

10. ამერიკელი კახპა (1991) - სცენარისტი

11. ფარაჯანოვი. უკანასკნელი გაზაფხული (1992) - მსახიობი

12. ვილიამ შექსპირის სიკვდილი (1993) - სცენარისტი

13. წითელი ანგელოზები (1994) - სცენარისტი

14. Limita (1994) (ლიმიტა) - სცენარისტი

15. შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი (1997) -სცენარისტი

16. Luna papa (მთვარე მამა) (1998) - სცენარისტი

17. ზაფხული ანუ ოცდაშვიდი მოპარული კოცნა (2000) - სცენარისტი

18. ფოსტალიონი (2003) - სცენარისტი

19. მეტეოიდიოტი (2008)  - სცენარისტი