ქეთი მაჭავარიანი

რეჟისორი,  პროდიუსერი

 . 28.12.1972  

   დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი (1990-1995), ასევე  თეატრისა და კინოს სახელწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა კინოცოდნეობის სპეციალობით (1996-1999) და  ამავე უნივერსიტეტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (1997- 2002). 

 2005-2006 წლებში იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტიპენდიით გაიარა სტაჟირება რომში ტელეკომპანია  RAI-ში. 

 2010 MAIA Workshop პროდუსერთა ტრეინინგ პროგრამა (იტალია)

  მუშაობდა  სამაუწყებლო კომპანიარუსთავი2”, ტელეგადაცემაკომუნიკატორის" რეჟისორად (2001) და საქართველოს სახლმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე, ტელეგადაცემარა ხდებარეჟისორად (2002), იყო კინოთეატრამირანისარტ მენეჯერი (2005).

   წლების მანძილზე წერდა ჟურნალებისათვის "ანაბეჭდი" დაფოკუსი”. იყო სამაუწყებლო კომპანიარუსთავი2”, თოქ-შოუნანიკოს შოუსპროდიუსერი (2007 –2008). 2007-2009 წლებში მუშაობდა კინოკომპანია "დამოუკიდებელ კინოპროექტში"  გენერალურ მენეჯერად,  

2012-2014  სტუდია „ვინიარდ ფილმზი“ სარეკლამო და მუსიკალური ვიდეო რგოლების პროდუსერი

არის მუსიკალური ვიდეოების ავტორი: ირაკლი ჩარკვიანის „ერთად“ (2000) და „ორღანი 2001“, ნინი ბადურაშვილის (2010)

ფილმოგრაფია

სახლი (დოკ.1999, 11 წთ)

ძალიან ძველი ისტორია ახალი სახეებით (3 წთ, 2000) მთ პრიზი აზალგაზრდული ფილმების ფესტივალზე „ჩვენ მოვდივართ,“ თბილისი,  საქართველო

ციფრული მიახლოვება (11 წთ 2002)

 მარიამი (2003) - სცენარისტი, რეჟისორი

 შუშის ნამსხვრევი (2003) - სცენარისტი, რეჟისორი

 გასეირნება ყარაბაღში (2003) -  მეორე რეჟისორი

 მეიდანი სამყაროს ჭიპი (დოკ.2004) - ასისტენტი

 რუსული სამკუთხედი  (2006) –  პოსტპროდუქციის მენეჯერი

 ჯაყოს ხიზნები (2007) - მეორე რეჟისორი

 სამი სახლი   (2008) -  პოსტპროდუქციის პროდიუსერი

 სახლი სიხარულისა (დოკ. 2008) -  პოსტპროდუქციის პროდიუსერი

 საუბარი ელდარ შენგელაიასთან  (2008) - აღმასრულებელი პროდიუსერი

თბილისური Love story (ირაკლი ჩხიკვაძის ჯგუფური პროექტი, ბანკის გაძარცვის სცენა)

 ქუჩის დღეები   (2010) - აღმასრულებელი პროდუსერი

ერთად გადავდგათ პირველი ნაბიჯი (დოკ 2011, 15 წთ. უნისეფისა და „პირველი ნაბიჯის“ დაკვეთით

 მარილივით თეთრი  (2011) - სცენარისტი, რეჟისორი

ეკომიგრანტები (დოკ. 2012, 30 წთ)

ტოტალიზატორული ფსიქოზი (2012, დოკ. რეჟ. მინდია ესაძე) - თანაპროდუსერი

დოკ ფილმი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაკვეთით სააგენტოს 2013-2016 წლის სტრატეგიის შესახებ (35 წთ. 2013)

ჯუნა (სატელევიზიო სერიალი რეჟ ვადიმ ოსტროვსკი, რუსეთი, 2014) - პროდუსერი

 

იხ.  დებიუტი. ქეთი მაჭავარიანი. ინტერვიუ. ესაუბრა მაკა კუკულავა -   Filmprint N3      ზამთარი 2011–2012