სილოვან (ბაჩი) სულამანიძე

კინოოპერატორი

 

 

დ. 15.12.1955, ქ.ტყიბული

საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი (1997). 

ხელოვნების მაგისტრი (მოსკოვი, 1994)

     70–იან წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე,   მინსკის დიპლომატიურ ინსტიტუტში, 1994 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი, კინოსაოპერატორო ფაკულტეტი კინო და ტელეფილმის ოპერატორის სპეციალობით.

    1978-1981წლებში მუშაობდა  “ოსტანკინოს” სპეციალურ კორესპონდენტად სტავროპოლის მხარეში (კამინვოდის ფილიალი, ქ.პიატიგორსკი);  1981-1983 წლებში - კონტრაქტით  კინოსტუდია “მოსფილმში”, “გორკის სახ. კინოსტუდიში”, ”ლენფილმში”  კინოოპერატორის ასისტენტად; 1983 წლიდან მუშაობს  კინოსტუდია “ქართული ფილმში”, ჯერ მეორე ოპერატორად, შემდეგ დამდგმელი ოპერატორად; პარალელურად (1990-1995) კონტრაქტით მუშაობდა “საქართველოს ტელეფილმში” როგორც  დამდგმელი ოპერატორი.

    1992 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას   საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, საქართველოს ივანე ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტში, ქართულ–ევროპულ ინსტიტუტში  (პედაგოგი, დოცენტი, ასისტენტ–პროფესორი, ასოცირებული პროფესორი), სადაც კითხულობს   სალექციო კურსებს: “კადრის გამომსახველობითი კულტურა”, “ფოტოკომპოზიცია”, “ფოტო-ვიდეო რეპორტაჟის ოსტატობა”, “ფოტო-ვიდეო ტექნოლოგიები”,"ფოტოგრაფია", "ფოტოჟურნალისტიკა".

  ფილმოგრაფია

 

 34 скорый (34-ე ჩქარი მატარებელი, “მოსფილმი”, 1981) -  ოპერატორის ასისტენტი 

 Мужики (კაცები, “მოსფილმი”, 1981) – ოპერატორის ასისტენტი

 ამბავი სურამის ციხისა (1983) – ოპერატორის ასისტენტი

 მევლუდი (1984) – ოპერატორის ასისტენტი 

 ცხოვრება დონ  კიხოტისა და სანჩო პანსასი (საქართველო-ესპანეთი,1986-1988) – ოპერატორი 

 ბესამე (საქართველო-ესპანეთი, 1988) – ოპერატორი 

საზღვაო კრუიზი: ოდესა-იალტა (სარეკლამო ფილმი ოდესის საზღვაო სანაოსნოს დაკვეთით, 1989) – ავტორი, დამდგმელი ოპერატორი 

 ბასკეთი-საქართველო (დოკუმენტური ფილმი,1989) –  დამდგმელი ოპერატორი 

 საგანთა თამაში (1990) – დამდგმელი ოპერატორი 

 შვიდკაცა (1990) –  ოპერატორი 

სოლომონ მეორე (დოკუმენტური ფილმი, თურქეთი-საქართველო, 1991) – დამდგმელი ოპერატორი

ნანა ბოტკოველი (დოკუმენტური ფილმი, 1991) – დამდგმელი ოპერატორი 

აღორძინება  (დოკუმენტური ფილმი, 1991-1992) –  დამდგმელი ოპერატორი 

პილიგრიმი (1992) –  დამდგმელი ოპერატორი, 

ფარშევანგი (1993) –  დამდგმელი ოპერატორი,  

თამადა   (საფრანგეთის ტელევიზიის “ანტენ 2” შეკვეთა, 1994) – დამდგმელი ოპერატორი

რა გაცინებს?! (1995)  - დამდგმელი ოპერატორი, 

ჩამოფასებულები (Secondhandsale, 2007)  - დამდგმელი ოპერატორი 

ჯართოსანი (2009)– დამდგმელი ოპერატორი

პოლინა (2010) – დამდგმელი ოპერატორი

იმრავლეით ჩემ გურჯებო (დოკ., 2014) -  დამდგმელი ოპერატორი

ფარდობითი მარადისობის შესაძლო გზა (დოკ., 2015) - რეჟისორი, ოპერატორი