კობა ცხაკაია

დრამატურგი, რეჟისორი

 

დაიბადა 1964 წ. 30 მარტს, წყალტუბოში

    დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტი, კინოსა და თეატრის მსახიობის  სპეციალობით (1984-1988), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოდრამატურგიის ფაკულტეტი (1987-1990), გერასიმოვის სახელობის მოსკოვის საერთაშორისო კინოინსტიტუტი (ვგიკი, 1990-1995) მხატვრული კინოსა და ტელევიზიის რეჟისორის სპეციალობით, მინიჭებული აქვს ხელოვნების მაგისტრის ხარისხი (მოსკოვი, 1995).  1996- 1997 წლებში სწავლობდა ვენის უნივერსიტეტის (ავსტრია) ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე.

    1986-1990 წლებში მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო თეატრში მსახიობად. 1991-1993 წლებში  მუშაობდა ვლადიმირ ნაუმოვის ფილმებზე   რეჟისორის ასისტენტად ( "მოსფილმი").   

 1995 წლიდან არის კინოსტუდია "ქართული ფილმის" დამდგმელი რეჟსორი.

 1995 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პედაგოგად, სარეჟისორო სახელოსნოს ხელმძღვანელად, ეკავა ასოცირებულ პროფესორის თანამდებობა.

 1997-1998 წლებში იყო ქვემო ქართლის სატელევიზიო კომპანია "კლდეკარის" კოორდინატორი. ამ პერიოდში გადაღებული აქვს        საბავშვო ტელესერიალი ” შატალო” ( 13 სერია.  ქვემო ქართლის სატელევიზიო კომპანია, 1997) და  მხატვრული ვიდეო-ფილმი” საშობაო ზღაპარი”(1999,  26 წუთი, ქვემო ქართლის სატელევიზიო კომპანია და ტვ-4 ,თბილისი).

 2006-2009 წლებში იყო თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

 2007-2011 წლებში მუშაობდა პროფესიულ კოლეჯში (ITVET) ვიდეო და აუდიო მონტაჟის პედაგოგად.

 2002  წელს როგორც დამდგმელ რეჟისორსა და სცენარის თანაავტორს გადაღებული აქვს   ტელესერიალი ” ოპერები”, 3 სერია (საპილოტე სერიები).  

 2003 წელს ტელეკომპანია "მზისთვის" გადაღებული აქვს       დოკუმენტური ვიდეო-ფილმების ციკლი "პროვინციული ჩანახატები" (12 ფილმი,რეჟისორი და სცენარის ავტორი). 

     სტუდია"კოტს"და „შავნაბადას“ საერთაშორისო  ფონდის ეგიდით გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმი "ლექსად თქმული ქადაგებები" (2009,  45 წთ) და კლიპი  „ბედნიერებამ მითხრა“  (2010,  11 წთ) ;  ასევე  ექსპერიმეტალური სტუდია „კოტსში“გადაღებული აქვს:   "გულის ძახილი" (დოკ.47 წთ,  2010), "მებრძოლი“,  2011 (კლიპი,  5 წთ.  2011), "ზამთრად ქცეული ბაღის ამბავი" (ანიმაციური, 12 წთ,  2011),  "ერთი ამოსუნთქვის სიყვარული" (ანიმაციური, 5 წთ),  „სულელური პროფესია“ (ანიმაციური, 32 წთ, 2012)   „გურამის ხვალინდელი დღე“ (ანიმაციური,   38 წთ, 2012) , 2012 ანიმაციური ფილმების ციკლი - „ქართული იავნანები“  (2012,  15 წთ) და სხვა.

       არის რადიო დადგმების ავტორი და რეჟისორი (პირველი რადიო):     გრძნობა (2000, 26 წთ), პეპლის დაჟანგული ფრთები     (28 წთ, 2001), ამბავი ლომისა, ძაღლისა და ადამიანებისა (27 წთ, 2002), სიყვარულის წიწვოვანი კავშირი (80 წთ, 2003), დაღლილი ანგელოზის სამი ბუმბული (82 წთ, 2004), ეკლიანი და ვიწრო გზა (80 წთ, 2005), ნათხოვარი იმედები (80 წთ, 2009), ცხოვრება საწვავის გარეშე ( 45 წთ, 2011)

      მისი პიესები დადგმულია საქართველოს სხვადასხვა თეატრში:    ”ცხოვრება საწვავის გარეშე”. (2001  , თბილისის ექსპერიმენტალური “ჯიბის” თეატრი); ”მზის ჯარისკაცები” (2002,  ახალციხის სახელმწიფო თეატრი), ”პატარა ილუზიები”. (2004, თელავის სახელმწიფო აკადემიური თეატრი),  ”ვინ არის?” (2006,  რუსთავის სახელმწიფო თეატრი, ავტორი და რეჟისორი).

        გამოცემული აქვს წიგნები:  ”ალბატროსების ჯოგი” (მოთხრობები, პიესები), 2000;   ”ზონაში” (პიესა, თანაავტორი), 2002;   ”ფერები და შიმშილი” (მოთხრობები, პიესები), 2003;  ”ბაღდადელი ქურდები” (რომანი, თანაავტორი),  2004;  “გადააბიჯეთ მკვდრებს გაბედულად“ (რომანი), 2012.

ფილმოგრაფია

ანარეკლი (1992, 10 წთ., დოკ., "ქართული ფილმი"- ვგიკი)  - დამდგმელი რეჟისორი 

მეომარნი ქრისტესანი (დოკ.  18 წთ.VGIK   1995 ) - დამდგმელი რეჟისორი   

პილიგრიმი (1993) -   დამდგმელი რეჟისორი  

თამადა, ანუ სამყარო სუფრის გარშემო (1994, დოკ, IMA ფილმ, საფრანგეთი) - დამდგმელი რეჟისორი   

 წვრილვარსკვლავთა  ღამე   (45 სერია, 1 არხი, 1999-2000) -  სცენარის თანაავტორი და თანარეჟისორი (ანდრო ენუქიძესთან ერთად)

Красный стрептоцид (წითელი სტერპტოციდი, 2001 ) - მსახიობი

 „განახლებული მატჩი“    (საგანმანათლებლო ფილმი, რეჟ. ირაკლი ღლონტი, 2013, საზოგადოებრივი არხი)  -  მსახიობი.

იმრავლეით ჩემ გურჯებო (2014)