რევაზ  (რეზო) თაბუკაშვილი

სცენარისტი, რეჟისორი

საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967)

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981)

დაიბადა 1927 წლის 2 ოქტომბერს, სოფ. ღუდუმექედში (იმერეთი), ცნობილი პედაგოგების ოჯახში. გარდაიცვალა 1990 წლის 5 აგვისტოს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

მეუღლე - მედეა ჯაფარიძე, შვილი - ლაშა თაბუკაშვილი

1949 წელს დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი.

1949-1952 წლებში მუშაობდა მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის თბილისის ფილიალში უფროს მეცნიერმუშაკად.

1953 წლიდან მოღვაწეობს კინემატოგრაფში, ჯერ როგორც კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის მთავარი რედაქტორი, შემდეგ კინოსტუდია ”ქართული ფილმის” სასცენარო განყოფილების უფროსი, ხოლო 1971 წლიდან ხელმძღვანელობს კინოდრამატურგთა შემოქმედებით გაერთიანებას.

1965 წლიდან არის კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის კოლეგიის წევრი.

1954 წლიდან - კინოსტუდია ”ქართული ფილმის” სამხატვრო საბჭოს წევრი.

1948 წლიდან იწყებს სამწერლო მოღვაწეობას. მან ინგლისურიდან თარგმნა შექსპირის სონეტები (გამოიცა 1968 წელს).  ითვლება შექსპირის სონეტების ერთ-ერთ საუკეთესო მთარგმნელად.

იგი ავტორია პიესებისა - ”რაიკომის მდივანი”, ”რას იტყვის ხალხი”, ”დენბურგის ზარი”, ”დაბადება”. ეს პიესები დაიდგა მარჯანიშვილისა და რუსთაველის სახელობის თეატრების სცენაზე, იყო რესპუბლიკის სხვადასხვა თეატრების რეპერტუარში.   იგი იყო ლიბრეტოების ავტორი ოპერებისათვის: "მინდია"  (კომპოზიტორი ოთარ თაქთაქიშვილი),   და "ქაჯანა" (კომპოზიტორი მერი დავითაშვილი).

დიდია მისი დამსახურება ქართველი ემიგრანტების ცხოვრებისა და მოღვაწეობის კვლევის საქმეში. უცხოეთში გადახვეწილი ცნობილი ეროვნული მოღვაწეების კვალის ძიებას მან დოკუმენტურ ფილმთა ციკლი მიუძღვნა. ფილმების გადაღების პარალელურად მისი ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით საქართველოს დაუბრუნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი, მსოფლიოს სხვადასხვა წიგნსაცავსა და არქივში გაბნეული ხელნაწერები, დოკუმენტები თუ ფოტომასალა. 

ფილმოგრაფია

 

წარსული ზაფხული (1959) - სცენარის ავტორი

კარდაკარ (1960) - სცენარის ავტორი

ქორბუდა (ანიმაციური,1963) - სცენარის ავტორი~

ჯვარცმული კუნძული (1968) - სცენარის ავტორი

მზე შემოდგომისა (1973) - სცენარის ავტორი

სადა ხარ, ჩემო სავანა (ანიმაციური, 1975) - სცენარის ავტორი

რეპორტაჟი ნიდერლანდებიდან (დოკ. 1976) - სცენარის ავტორი

რაც დავიწყებით არ იბინდება (დოკ. 1976)  - სცენარის ავტორი

ფაცურა (1976) - სცენარის ავტორი

ორაგულის ბედი (სამეცნ.-პოპ.1977) - სცენარის ავტორი

კვალი ნათელი (დოკ. 1978) -  სცენარის ავტორი, რეჟისორი

ალპური ვარსკვლავი (დოკ. 1979) - სცენარის ავტორი, რეჟისორი

ვიტორიო სელა (დოკ. 1980) -  სცენარის ავტორი, რეჟისორი

მთანი მაღალნი (დოკ.1980) - სცენარის ავტორი, რეჟისორი 

მიხეილ ხერგიანი (დოკ. 1981) - სცენარის ავტორი, რეჟისორი

პირველად იყო სიტყვა  (დოკ. 1982) - სცენარის ავტორი, რეჟისორი

ფურცლები ფრანგული დღიურიდან (დოკ.1983) -სცენარის ავტორი, რეჟისორი 

საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი (დოკ. 1985) - სცენარის ავტორი, რეჟისორი

ზღვის მაშვრალნი (1986) -  სცენარის ავტორი, რეჟისორი

ნაძარცვის კვალდაკვალ (დოკ. 1986) - სცენარის ავტორი, რეჟისორი

შორეული სიახლოვე (დოკ.1987) - სცენარის ავტორი, რეჟისორი

 

 

იხ. მანანა გორგიშვილი ”ბედნიერი ვარ, რომ ვარ ქართველი” -ალმანახი ”კინო” 1982 (მეცხრე გამოშვება) 

      პაატა ნაცვლიშვილი. ბედნიერი ჭირისუფალი. "მერანი", თბილისი, 1986, 110 გვ.