რევაზ  (რეზო) თაბუკაშვილი

სცენარისტი, რეჟისორი

დაიბადა 1927 წლის 2 ოქტომბერს, სოფ. ღუდუმექედში (იმერეთი), ცნობილი პედაგოგების ოჯახში. გარდაიცვალა 1990 წლის 5 აგვისტოს.

მეუღლე - მედეა ჯაფარიძე, შვილი - ლაშა თაბუკაშვილი

1949 წელს დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი.

1949-1952 წლებში მუშაობდა მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის თბილისის ფილიალში უფროს მეცნიერ მუშაკად.

1953 წლიდან მოღვაწეობს კინემატოგრაფში, ჯერ როგორც კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის მთავარი რედაქტორი, შემდეგ კინოსტუდია ”ქართული ფილმის” სასცენარო განყოფილების უფროსი, ხოლო 1971 წლიდან ხელმძღვანელობს კინოდრამატურგთა შემოქმედებით გაერთიანებას.

1965 წლიდან არის კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის კოლეგიის წევრი.

1954 წლიდან - კინოსტუდია ”ქართული ფილმის” სამხატვრო საბჭოს წევრი.

1948 წლიდან იწყებს სამწერლო მოღვაწეობას.მან ინგლისურიდან თარგმნა შექსპირის სონეტები (გამოიცა 1968 წელს).

იგი ავტორია პიესებისა - ”რაიკომის მდივანი”, ”რას იტყვის ხალხი”, ”დენბურგის ზარი”, ”დაბადება”. ეს პიესები დაიდგა მარჯანიშვილისა და რუსთაველის სახელობის თეატრების სცენაზე, იყო რესპუბლიკის სხვადასხვა თეატრების რეპერტუარში.

ფილმოგრაფია

წარსული ზაფხული (თეთრი სასტუმრო, 1959) - სცენარის ავტორი

ჯვარცმული კუნძული (1968) - სცენარის ავტორი

მზე შემოდგომისა (1973) - სცენარის ავტორი

საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი (1985) - სცენარისტი, რეჟისორი

ზღვის მაშვრალნი (1986) - სცენარისტი (ჟან-კლოდ კარიერთან ერთად)

 

იხ. მანანა გორგიშვილი ”ბედნიერი ვარ, რომ ვარ ქართველი” -ალმანახი ”კინო” 1982 (მეცხრე გამოშვება)