გია (გიორგი)  ბურჯანაძე  

 მსახიობი

რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი.მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი

დაიბადა თბილისში 1961 წლის 3 მაისს.

მშობლები: მზია პაპელიშვილი, თენგიზ ბურჯანაძე. მეუღლე - ნინო ვაჩნაძე (1959). შვილი - რუსუდანი (1987)

დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (1981) და კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (1995). იყო კინომსახიობთა თეატრის (1979-1981), ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრის (1984-1985) მსახიობი; მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია 1981 წლიდან. მონაწილეობდა სპექტაკლებში: ”ოთარაანთ ქვრივი”, ”ანა კარენინა”, ”შენკენ სავალი გზები”, ”მეფე ლირი”, ”დიდოსტატის მარჯვენა”...

ფილმოგრაფია

დიმიტრი მეორე (1982) -  მსახიობი (გურამი)

ბანდიტი აგურის ქარხნიდან (1983) - მსახიობი

ამბავი სურამის ციხისა (1984) - მსახიობი

ვამეხი მოდის (1987) - მსახიობი

ოპერაცია "ვუნდერლანდი" (1988) - მსახიობი

თეთრი ბაირაღები (1990) - მსახიობი (ლიმონა)

პრემიერა (1991)  - მსახიობი

წარსულის აჩრდილები (1996) -  მასხიობი