ნინო ბასილია

კინორეჟისორი, დრამატურგი

დაამთავრა თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიური ფაკულტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორადი ფაკულტეტი ჟურნალისტიკის განხრით. მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა (ავსტრია). მოსკოვის უმაღლესი სასცენარო და სარეჟისორო სკოლა (2006).

2010-2011 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია "პიკში" დოკუმენტური ფილმების რეჟისორად,  გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმები: "ფრენა სატრფოსთან", "სიკვდილისთვის მზადება", "აზარტი", "ევას ტერიტორია", "ორი სახლი ერთ უბანში", "არქიტექტურა მოთხოვნით", "შთაგონების საძიებლად"; არის რეჟისორი დოკუმენტური ფილმების ციკლისა  "Загадки Грузии".

2013 წლიდან მუშაობს საზოგადოებრივ მაუწყებელზე. გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმები: "დევი" არსებები ცივ სარკეში", "ყოფიერების ნიუანსები", "ტექნოსევდა", "ათი დღე ომამდე", "ლანდშაფტის მატრიცა", "გამარჯობა დედა, მე საქართველოში ვარ...", 'როდესაც გაედაიცვლებით, თქვენს ფილმებს უჩვენებენ".

 ავტორია პიესების: "აკრძალული პიესა" (2001, ფოთის დრამატული თეატრი; "თაგვი" (2002, თეატრალური სარდაფი რუსთაველზე, რეჟ. ლევან წულაძე); "ლიფტიორი" (2005, თეატრალური სარდაფი რუსთაველზე, რეჟ. ლევან წულაძე). "სექსუალური რევოლუცია" (2007, ავტორი და რეჟისორი, თეატრალური სარდაფი რუსთაველზე); "ბომჟები" (2007, ავტორი და რეჟისორი, თეატრალური სარდაფი რუსთაველზე), "ებრაელები" (2007,  რეჟისორი, თეატრალური სარდაფი რუსთაველზე);  "თინეიჯერი" (2008, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი); "კოკაინი" (2009, ავტორი და რეჟისორი, თეატრალური ექსპერიმენტი); "აგვისტოს სიგიჟე" (2010, ავტორი და რეჟისორი, თეატრი ათონელზე).

გამოცემული აქვს წიგნები: "პლასტმასის ნერვი": რომანები "შიში", კუზი" და "აკვარიუმი"; მოთხრობების კრებულები "ქარავანს მოწყვეტილი" და "სამკუთხედი", საბავშვო ლექსების კრებული "მე ვარ პატარა ადამიანი".

ფილმოგრაფია

მტვრის გემო (2003, 8 სერია, ტ/კომპანია "იმედი") - სცენარისტი

კარუსელი  (2004, 12 სერიანი ტელეფილმი, ნტვ, მოსკოვი) - სცენარისტი

ასეთი სიყვარული (2006) - სცენარისტი, რეჟისორი

6 1/2 წუთი  (2006) - სცენარისტი, რეჟისორი, მემონტაჟე

ფოტო 3x4  (2006, დოკ.) -  სცენარისტი, რეჟისორი

ბზარი (2006) - სცენარისტი, რეჟისორი, მემონტაჟე

ნუშის სახლი (2007, დოკ) - სცენარისტი, რეჟისორი, მემონტაჟე, ოპერატორი (იტალია)

gruzinebi.ru (2008, დოკ.) - სცენარისტი, რეჟისორი, მემონტაჟე, ოპერატორი

ანას ცხოვრება (2015) - სცენარისტი, რეჟისორი

პერსონა N2  (2020) - სცენარისტი, რეჟისორი