ბაკურ ბაკურაძე

რეჟისორი

 

 დ.16.03.1969, თბილისი

1986 წელს ჩააბარა  მოსკოვის სახელმწიფო საავტომობილო-საგზაო ტექნიკურ უნივერსიტეტში (МАДИ), რომელიც დაამთავრა 1993 წელს "ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის" სპეციალობით. 1987-1989 წლებში  გაიარა საბჭოთა არმიის სავალდებულო სამხედრო სამსახური.

1998 წელს დაამთავრა რუსეთის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (მარლენ ხუციევის სახელოსნო).  2005 წლიდან ხელმძღვანელობს დოკუმენტური და სატელევიზიო ფილმების სტუდიას (Lemon Films Studio ). 

2013 წლიდან არის მოსკოვის "ახალი კინოს სკოლის" პედაგოგი

 

ფილმოგრაფია

მოსკოვი (Москва, 2007) - რეჟისორი (დიმიტრი მამულიასთან ერთად)

შულტესი ( Шультес, 2008) - სცენარისტი, რეჟისორი

მონადირე  (Охотник, 2011)  - სცენარისტი, რეჟისორი

ძმა დეიანი (Брат Дэян, 2015)  - სცენარისტი, რეჟისორი

 

იხ.  Евгений Майзель,  Брат Бакур. Портрет Бакура Бакурадзе - Ж. "Искусство кино" , 2016, №5, май