იოსებ (სოსო) ჩხაიძე

რეჟისორი 

დ. 18. 03. 1937, თბილისი -  გ. 3.08. 1992, თბილისი 

საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979), რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი, მიღებული აქვს ალბერტ შვაიცერის მშვიდობის მედალი (1983).

1960 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი პოლიგრაფიის სპეციალობით,  1969 წელს - მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი (გ. ჩუხრაის სახელოსნო, ). 

1969 წლიდან მუშაობა დაიწყო რეჟისორის ასისტენტად საქართველოს ტელევიზიის ახალგაზრდობისა და სპორტულ გადაცემათა რედაქციებში, შემდეგ 1970 წლიდან - საქართველოს სატელევიზიო ფილმების სტუდიაში., სადაც მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე.    

დაუსრულებელი დარჩა მრავალსერიიანი მხატვრული ფილმი "შვიდკაცა".

მის შემოქმედებას თემურ ბუტიკაშვილმა მიუძღვნა დოკუმენტური ფილმი "პროფესია კინორეჟისორი" (1997, კომპანია "ქართული ტელეფილმი"). 

 ფილმოგრაფია

 კოლხეთი  (დოკ. 1967) - რეჟისორი

 ძველი ქართული საგალობლები (დოკ. 1970) - სცენარისტი, რეჟისორი

 მეთხუთმეტე გაზაფხული  (1971)- სცენარისტი, რეჟისორი

 თუში მეცხვარე (მხატ.-დოკ. 1974-197575, სამი სერია) - სცენარისტი, რეჟისორი

 შვიდკაცა (1992, დაუსრულებელი)- სცენარისტი, რეჟისორი

 

იხ.  ტატა თვალჭრელიძე. სიმართლის ძალა - ჟ. "საბჭოთა ხელოვნება", 1977, N9

      ეთერ ოკუჯავა.  სოსო ჩხაიძე -  ქართული კინოს რეჟისორები (ნარკვევების კრებული, ნაწილი პირველი), შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწ. უნივერსიტეტი, 2005, გვ. 204-213.

     ნანა თუთბერიძე. "...მსურს ეს ბუნების სიმღერა თუშურად ავახმიანო" - ჟ. "კინო -ცხელი შოკოლადი", 2006, N2