არჩილ ქიქოძე 

მსახიობი, სცენარისტი

დ.9.07.1972 წ. თბილისში. 

1989-1992 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. 

1992-1995 წლებში თბილისის სახელმწიფო თეატრისა და კინოს ინსტიტუტში კინოსაოპერატორო ფაკულტეტზე. 

1995-1999 წლებში თბილისის სახელმწიფო თეატრისა და კინოს ინსტიტუტში კინოდრამატურგიის ფაკულტეტზე (ერლომ ახვლედიანის სახელოსნო). 

21 წლის ასაკში დაწერა პირველი მოთხრობა და მალევე გამოუშვა მოთხრობების პირველი კრებული „ბიჭები". იგი მოთხრობების ხუთი და ესეების ერთი კრებულის ავტორია. მიღებული აქვს სხვადასხვა ლიტერატურული ჯილდოები, მათ შორის: ლიტერატურული პრემია „გალა" (მოთხრობების კრებული „მყუდრო", 2008), ლიტერატურული პრემია „საბა" (მოთხრობების კრებული „ჩიტის და კაცის ამბავი", 2014), ლიტერატურული პრემია „ლიტერა" წლის საუკეთესო რომანი, ილიას უნივერსიტეტის პრემია საუკეთესო რომანისთვის (რომანი „სამხრეთული სპილო", 2017). 

ფილმოგრაფია

თბილისო, მე შენ მიყვარხარ! Tbilisi, I love you (ნოველა „ქორწილი", 2014) - სცენარის თანაავტორი

შემთხვევითი პაემნები (2013) - მსახიობი (ივა)

აღლუმი (2018)  - მსახიობი  (თაზო)

უცხო (წარმოებაში) - სცენარის თანაავტორი

პაპანაქება (2021) - მსახიობი

რატომ ვართ ერთად  (2022) - სცენარის თანაავტორი 

უხერხემლო (2023) - მსახიობი (მამია)