ია (იამზე) სუხიტაშვილი

მსახიობი

დ. 29.08. 1980წ. თბილისი 

დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი  (გიორგი მარგველაშვილის ჯგუფი). 

2001 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია.

თეატრში განსახიერებული აქვს როლები:  ოფელია ( შექსპირის „ჰამლეტი“, რეჟ. რობერტ სტურუა, 2001 წ.),  ჯულიეტა ( შექსპირის ტრაგედიაში „რომეო და ჯულიეტა“, რეჟ.  გია მარგველაშვილი, 2002 წ. თეატრალური საზოგადოების ჯილდო  "ოქროს ნიღაბი"), ანგელოზი, მდივანი (ლაშა ბუღაძის   „ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და... პრეზიდენტი”, რეჟ.რ. სტურუა, 2005 წ.), მაგდა (ირაკლი სამსონაძის  „ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი“, რეჟ. რ. სტურუა და ანდრო ენუქიძე, 2006 წ.), ანა ( მაქს ფრიშის  „ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებლები“, რეჟ.: რ. სტურუა, გურამ ბრეგაძე,  2009 წ.), აღაზა ( ვაჟა-ფშაველას   „სტუმარ-მასპინძელი“, რეჟ. ვალერიან გორგოშაძე, 2010 წ.) და სხვა

 ფილმოგრაფია

პროლოგი გრძელი პიესისათვის (2003) - მსახიობი

აღსარება (2004) - მსახიობი

ცხელი ძაღლი (ტელესერიალი, 2003-2004) - მსახიობი (ქეთი)

თბილისური Love Story (2009) - მსახიობი (თიკა)

ბედნიერება (felichita, 2009) - მსახიობი

გასეირნება ყარაბაღში 2 - კონფლიქტის ზონა (2009) - მსახიობი (იანას მეგობარი)

უშენოდ მგონი მოვკვდები (2010) - მსახიობი (ქეთა)

გული + (2011) - მსახიობი

ერთ კაცს ვუყვარდი (2012) - მსახიობი

გაიღიმეთ (2012) - მსახიობი (გვანცა)

საზღვარზე (2013) - მსახიობი (ჯულიეტა)

შემთხვევითი პაემნები (2013) - მსახიობი (მანანა)

თბილისო, მე შენ მიყვარხარ! (Tbilisi, I Love You!  2014) - მსახიობი

პრეზიდენტი (2014) - მსახიობი (მეძავი)

ტიფლისი (ტელესერიალი, 2014-2015) - მსახიობი 

გაყინული შადრევნების წელიწადი  (2015) - მსახიობი (ლიკა)

პარადოქსი (ტელესერიალი, 2015) - მსახიობი (თინა)

სხვისი სახლი (2016) - მსახიობი (აზიდა)

თვე, როგორც ერთი დღე  (2016) - მსახიობი (დედა)

ჰორიზონტი (2018) - მსახიობი (ანა)

მეზობლები (2018) - მსახიობი (ნინო)

დასაწყისი (2020) - მსახიობი (იანა)