მამუკა კიკალეიშვილი 

 მსახიობი 

 10. 08. 1960, თბილისი  - 3. 05. 2000, მოსკოვი

 საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი (1989).

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (რეჟ. გ.ჟორდანიას სახელოსნო, 1981). სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მარჯანიშვილის სახ. თეატრში. ამ პეროდში დაიწყო გადაღება კინოში. 1984 წლიდან იყო კინოსტუდია "ქართულ ფილმთან" არსებულ კინომსახიობთა თეატრის მსახიობი. ბოლო წლებში   იყო მოსკოვში საქართველოს საელჩოს  ატაშე კულტურის განხრით. გეგმაში  ჰქონდა საკუთარი  სატელევიზიო შოუს "მამუკასთან" გაკეთება, გადაღებული იყო რამდენიმე გადაცემაც. მაგრამ 2000 წლის 26 აპრილს საძილე საშუალებების ჭარბი დოზის მიღების შედეგად გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში. 

 

ფილმოგრაფია

კვაზიმოდო (1977) - მსახიობი (კვაზიმოდო)

მას მერე, რაც ერთად ვართ (С тех порь как мы вместе,  1982, რუსეთი) - მსახიობი

არაჩვეულებრივი რეისი (Необыкновенный рейс, 1982) - მსახიობი

უკვდავების თეთრი ვარდი (1984) -  მსახიობი (კარისკაცი)

ქართველები ცაში (1984) - მსახიობი

ბატონი ავანტიურისტები (1985) - მსახიობი (ფრენკ ჯექსონი)

მამაკაცები (1985) - მსახიობი

არამზადა ( Yaramaz, Мерзавец, 1988) - მსახიობი (ხატამი)

ფუნთუშად წოდებული რუანელი ქალწული (Руанская дева по прозвищу Пышка, 1989, რუსეთი) -  მსახიობი (კარე ლამადონი)

ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი (1989) - მსახიობი (სანჩო)

თაღლითები ( Аферисты, 1990, რუსეთი) - მსახიობი (ფილიმონი)

თუ ქეიფია, ქეიფი იყოს, თუ სროლაა- სროლა ( Гулять так гулять. Стрелять так стрелять…1990, აზერბაიჯანი) - მსახიობი (კარო)

მისტიფიკატორი (Мистификатор, 1990, უკრაინა) - მსახიობი

ოჰ, ეს საშინელი ტელევიზორი (1990) - მსახიობი (გუგული ჯაში)

პასპორტი (Паспорт , 1990, რუსეთი) - მსახიობი (მოიშა)

ცოდვის დღესასწაული (1990) - მსახიობი

ჰავაური ვალსი (1990) - მსახიობი

არ შეძვრე, მოგკლავს! (Не влезай, убьет!, 1991, აზერბაიჯანი) - მსახიობი

მე, პელეს ნათლია (1991) - მსახიობი

სექსის საწინააღმდეგო საშუალება (Болотная street, или Средство против секса, 1991, უკრაინა) - მსახიობი (ზურაბ პროკოპენკო)

ცთომილი ვარსკვლავები (Блуждающие звёзды, 1991, უკრაინა) - მსახიობი (გოცმახი)

ბრაიტონ ბიჩზე ისევ წვიმს (На Дерибасовской хорошая погода, или На Брайтон-Бич опять идут дожди, 1992, რუსეთი) - მსახიობი (წულაძე, სამორინეს დირექტორი)

ნულოვანი ვარიანტი (Нулевой вариант, 1992, უზბეკეთი) - მსახიობი

უძინართა მზე (1992) - მსახიობი (ვაჭარი მუხრანსკი)

პროფესორ ბუგენსბერგის შეცდომა (Безумные макароны, или Ошибка профессора Бугенсберга[, 1992, უკრაინა) - მსახიობი (მაქსიმუს პაიკა)

ბრავო, ჯორდანო ბრუნო! (1993) - მსახიობი

ბლუზი (1993) - მსახიობი

ზნედაცემული ანგელოზი (1994) - რეჟისორი (ლევონ უზუნიანთან ერთად), მსახიობი

ყავა ლიმონით (Кофе с лимоном, 1994, რუსეთი/ისრაელი) - მსახიობი (კლოუნი)

უბრალო (Простодушный,   1994, რუსეთი) - მსახიობი (მოსამართლის შვილი)

ჩონგური  (1994) - მსახიობი

კარნავალის ღამე-2 (Карнавальная ночь 2, 1996, რუსეთი) - მსახიობი (ბუღალტერი)

რიჩარდის, მილორდისა და მშვენიერი ფასკუნჯის შესახებ (История про Ричарда, Милорда и прекрасную Жар-птицу, 1997, რუსეთი) - მსახიობი (ბაზრის მოვაჭრე)

პრინცესა ცერცვის მარცვალზე (Принцесса на бобах, 1997, რუსეთი) - მსახიობი (ჟორა)

ბებერი ბეხრეკები (Старые клячи,  1999, რუსეთი) - მსახიობი (ბოსტნეულის ჯიხურის მეპატრონე, "ობობა")

დეტექტივ დუბროვსკის დოსიე (Д.Д.Д. Досье детектива Дубровского, 1999, რუსეთი) - მსახიობი (ლეონიდ ბაბლუანი, დამკრძალავი ბიუროს მეპატრონე)

რა თქვა მიცვალებულმა (Что сказал покойник?, 1999, რუსეთი) - მსახიობი (ჯუჯა)

ჩემ მაგივრად (Вместо меня,   2000, რუსეთი) - მსახიობი (ბიზნესმენი ჟორა)

მოსკოვი (Москва, 2000, რუსეთი) - მსახიობი (გამოჩენილი ადამიანი)

горе-несчастье (2001) - მსახიობი