შოთა მანაგაძე
რეჟისორი
19. 03. 1901, ქუთაისი - 21.07. 1977, თბილისი
საქართველოს სახალხო არტისტი (1966). საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.
სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1921-დან), დაამთავრა რუსთაველის სახელმწიფო თეატრთან არსებული სტუდია (1925), საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტთან არსებული კინოაკადემიის სარეჟისორო ფაკულტეტი (1938).
მუშაობდა თეატრის მსახიობად და რეჟისორად მოსკოვში, თბილისსა და ქუთაისში (1919-1935). იყო ქუთაისის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი (1927-1928), თბილისის მუშათა ახალგაზრდობის თეატრის ხელმძღვანელი (1929-1931), თბილისის არმიის თეატრის რეჟისორი (1932), მუშა ახალგაზრდობის რესპუბლიკური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი (1934-1936). 1935-დან მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეჟისორად.
ფილმოგრაფია
ხიდი (1942) - რეჟისორი
ჭირვეული მეზობლები (1945) - რეჟისორი
მთასვლელობა (1947, დოკ.) - სცენარისტი
მთებში (1947, დოკ.) - სცენარისტი
გმირული ტრავერსი (1950, დოკ.) - რეჟისორი
ქართული ბალეტის ოსტატები (1955) - რეჟისორი ვ. ჭაბუკიანთან ერთად
საბუდარელი ჭაბუკი (1958) - რეჟისორი
ყვავილი თოვლზე (1959) - სცენარისტი, რეჟისორი
კეთილი ადამიანები (1961) - რეჟისორი
ვინ შეკაზმავს ცხენს (1963) - სცენარისტი, რეჟისორი
ხევსურული ბალადა (1965) - რეჟისორი
ჯვარცმული კუნძული (1968) - რეჟისორი
მოლოდინი (1970) - სცენარისტი, რეჟისორი ნ. მანაგაძესთან ერთად
წუთისოფელი (1971) - რეჟისორი ნ. მანაგაძესთან ერთად
თვალი პატიოსანი (1976) - სცენარისტი, რეჟისორი