გიორგი დანელია

სცენარისტი, რეჟისორი

დაიბადა 25.08.1930, თბილისი - გარდაიცვალა 4.04.2019, მოსკოვი

მამა - ნიკოლოზ დანელია (1902-1981), საგზაო ინჟინერი, მოსკოვისა და საბჭოთა კავშირის მეტრომშენის მთავარი ინჟინერი.

დედა - მარიამ ანჯაფარიძე (1905-1980), ვერიკო ანჯაფარიძის და, მუშაობდა კ/ს “მოსფილმში” მეორე რეჟისორად, არის რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმის ავტორი, პირველი ხარისხის სტალინური პრემიის ლაურეატი (1950). 

პირველი მეუღლე (1951-1956) -  ირინა გინზბურგი, ადვოკატი; 

მეორე მეუღლე (1957-1984, სამოქალაქო ქორწინება) - ლიუბოვ სოკოლოვა, მსახიობი); 

მესამე მეუღლე - გალინა იურკოვა, მსახიობი, რეჟისორი.

    საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1978), რუსეთის ფედერაციის ძმები ვასილიევების სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981), თბილისის საპატიო მოქალაქე (1985), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1989), რუსეთის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1997), ღირსების ორდენის ლაურეატი (საქართველო, 2000), საბჭოთა კავშირის კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი. რუსეთის სამხატვრო აკადემიის საპატიო წევრი, კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა რუსეთის აკადემიის “ნიკას” აკადემიკოსი, 

   დაიბადა თბილისში, ერთ წელიწადში ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. 

   1955 წელს დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტი. 1954-1955 წლებში მუშაობდა ქალაქების დაპროექტების ინსტიტუტში არქიტექტორად. 1956 წელს ჩააბარა ახლადგახსნილ უმაღლეს სარეჟისორო კურსებზე (მიხეილ კალატოზოვის სახელოსნო), რომელიც 1959 წელს დაამთავრა. 

  1959 წლიდან კინოსტუდია “მოსფილმის” დამდგმელი რეჟისორია., 1965-1969 წლებში - “მოსფილმის” “ექსპერიმენტული შემოქმედებითი გაერთიანების” მხატვრული ხელმძღვანელი, 1975-1987 წლებში - “კომედიური და მუსიკალური ფილმები ექსპერიმენტული გაერთიანების” მხატვრული ხელმძღვანელი, 1987 წლიდან - კინოკონცერნ “მოსფილმის” კინოსტუდია “რიტმის” პრეზიდენტი და მხატვრული ხემძღვანელი. 2003 წლიდან “ტრადიციების შენარჩუნებისა და ახალი კინოს განვითარების გიორგი დანელიას ფონდის” პრეზიდენტი.

 

ფილმოგრაფია

გიორგი სააკაძე (1942) - მსახიობი (გლეხის ბიჭი, არ არის ტიტრებში)

დაუვიწყარი 1919 (Незабываемый 1919 год, 1951) - მსახიობი (ეპიზოდური როლი, არ არის ტიტრებში)

მექსიკელი (Мексиканец, 1955) - მსახიობი (ყმაწვილი გიტარით, არ არის ტიტრებში) 

ვასასული ლოხანკინი (Васисуалий Лоханкин, 1958) - რეჟისორი

Тоже люди (1959)  -  სცენარის ავტორი, რეჟისორი

სერიოჟა (Серёжа,  1960) - სცენარის ავტორი, რეჟისორი

გზა ნავმისადგომისკენ  (Путь к причалу, 1962) - რეჟისორი 

დავდივარ მოსკოვის ქუჩებში (Я шагаю по Москве, 1963) - რეჟისორი, მსახიობი (ფეხსაცმლის მწმენდავი, არ არის ტიტრებში)

ოცდაცამეტი (Тридцать три, 1965) - სცენარის ავტორი, რეჟისორი

არ იდარდო (Не горюй!, 1968) - რეჟისორი, მსახიობი (ოფიცერი ბაქანზე)

იღბლიანი ჯენტლმენები (Джентльмены удачи, 1971) - სცენარის ავტორი, მხატვრული ხელმძღვანელი, მსახიობი (გამვლელი)

წყალწაღებული (Совсем пропащий, 1973) - სცენარის ავტორი, რეჟისორი

სიუჟეტები კინოჟურნალისთვის „ფიტილი“ (1967-1974, ფილმები N 62, 63, 64, 68, 100, 139)  

აფონია (Афоня, 1975) -  რეჟისორი

მიმინო (Мимино, 1977) - სცენარის ავტორი, რეჟისორი, მსახიობი   (თვითმფრინავის ეკიპაჟის მეთაური აეროპორტ „ვნუკოვოში“)

შემოდგომის მარათონი (Осенний марафон, 1979) - რეჟისორი

ცრემლები ცვიოდა (Слёзы капали, 1982) -  სცენარის ავტორი, რეჟისორი, მსახიობი (მგზავრი ტრამვაიში)

სამი ლიმონი საყვარელი ქალისთვის (Три лимона для любимой, 1983) - სცენარის ავტორი

ქინ-ძა-ძა! (Кин-дза-дза!, 1986) - სცენარის ავტორი, რეჟისორი, მსახიობი (აბრადოქსი, არ არის ტიტრებში)

ფრანგი (Француз, 1988) - სცენარის ავტორი

პასპორტი (Паспорт, 1990) - სცენარის ავტორი, რეჟისორი, მსახიობი (არაბი ვირით)

ნასტია (Настя, 1993) - სცენარის ავტორი, რეჟისორი, მსახიობი (კულტურის მუშაკი, არ არის ტიტრებში)

ალთუ თუ ჩოხანი (Орёл и решка, 1995) - სცენარის ავტორი, რეჟისორი, მსახიობი (ინჟინერ-კონსტრუქტორი, არ არის ტიტრებში)

სალამი ჩარლი-მესაყვირისგან (Привет от Чарли-трубача, 1998) - სცენარის ავტორი

ფორტუნა (Фортуна, 2000) - სცენარის ავტორი, რეჟისორი, მსახიობი (კანონიერი ქურდი)

ანა (Анна, 2005) - სცენარის ავტორი

ქუ! ქინ-ძა-ძა! (Ку! Кин-дза-дза, 2013) - სცენარის ავტორი, რეჟისორი

წიგნები:

• Габриадзе Р., Токарева В., Данелия Г. Мимино. — М.: Искусство, 1978. — 88 с.  

• Данелия Г. Н. Безбилетный пассажир: «байки» кинорежиссёра. — М.: Эксмо, 2006. — 416 с.  

• Данелия Г. Н. Тостуемый пьёт до дна. — М.: Эксмо, 2006. — 352 с.  

• Данелия Г. Н. Чито-грито. — М.: Эксмо, 2007. — 768 с  (შედგება ორი წინა წიგნისგან   «Безбилетный пассажир» и «Тостуемый пьёт до дна»).

• Данелия Г. Н. Джентльмены удачи и другие киносценарии. — СПб.: Сеанс, Амфора, 2008. — 624 с.  

• Данелия Г. Н. Не горюй! — М.: АСТ, Зебра Е, 2008. — 704 с.   .

• Данелия Г. Н. Кот ушёл, а улыбка осталась. — М.: Эксмо, 2014. — 415 с.  .

• Данелия Г. Н. Кошмар на цыпочках. — М.: Эксмо, 2018. — 672 с  (შედგება წიგნებისგან  «Безбилетный пассажир», «Тостуемый пьёт до дна» и «Кот ушёл, а улыбка осталась“ მცირედი ცვლილებებით).

 

იხ.  Р. Габриадзе. Гия Данелия -  Сборник «Экран» 79/80  М. «Искусство» 1982 стр.118-122