ნუგზარ ერქომაიშვილი
კინოოპერატორი
დაიბადა 4 .10.1934, ქ. თბილისი. - გარდაიცვალა 22.04.2019, ქ. თბილისი.
საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1985)
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს პრემია "ხუთწლედის მატიანე (1983, ფილმისათვის "დღეს ღამე უთენებია")
სსრკ სახელმწიფო პრემია (1978, ფილმისათვის "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე")
დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტი 1979 წელს.
1962 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" ოპერატორის ასისტენტად, მეორე ოპერატორად ფილმებზე: "დიდოსტატის მარჯვენა"(1969), "ლევან ხიდაშელი"(1973), "ივანე კოტორაშვილის ამბავი"(1974), "მწვერვალი"(1976) და სხვ.
ფილმოგრაფია
იყო შაშვი მგალობელი (1970) - მსახიობი
არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ (1975) - მსახიობი
ამაღლება (1977) - ოპერატორი
რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე (1978) - ოპერატორი
კაშხალი მთაში (1979) - ოპერატორი
ნიკა მთაში (1979) - ოპერატორი
როგორ ვიცხოვრო უშენოდ (1980) - ოპერატორი
წერილები შვილებს (1981) - ოპერატორი
დღეს ღამე უთენებია (1983) - ოპერატორი
ბატონი ავანტიურისტები (1985) - ოპერატორი (გ. ჭელიძესთან ერთად)
მამაკაცები (1985) - ოპერატორი
ბებია ყველასათვის (1987) - ოპერატორი
ორომტრიალი (1986) - ოპერატორი
მამა, შვილი და ნიავი (1988) - ოპერატორი
თეთრი დროშა (1989) - ოპერატორი
ძაღლის ყნოსვა (1994) - ოპერატორი
ერთაწმინდა (1994) - ოპერატორი
ხედვის ანბანი (1994) - ოპერატორი