უსასრულო ნათება (2022) 

რეჟისორი: ნიკოლოზ ჩიქოვანი

სიუჟეტი: ფილმი მოგვითხრობს ერთი პატარა, თბილისური სამეგობროს, შესახებ, ოთხმოციან, ოთხმოცდაათიან წლებში. დოკუმენტური კადრებისა და ინტერვიუების მეშვეობით, ავტორი ცდილობს, წარმოადგინოს ეპოქა ისე, როგორც მას ეს ადამიანები ხედავდნენ და აღიქვამდნენ . ფილმის გმირები გვიყვებიან თავიანთი თავგადასავლების, შთაბეჭდილებებისა და ემოციების შესახებ. იხსენებენ დაკარგულ მეგობარს, განვლილი წლების მძიმე და ბედნიერ მომენტებს.

სცენარის ავტორი:  ნიკოლოზ ჩიქოვანი

ოპერატორი:  ნიკოლოზ ჩიქოვანი

მონტაჟი:  ნიკოლოზ ჩიქოვანი

მონაწილეობენ: ლევან ავალიშვილი, ცოტნე ჩიქოვანი, დავით ჯავახიშვილი, გიორგი ხევსურიანი, დავით პეტრიაშვილი

ხანგრძლივობა: 47'