მარკოზის სახარება (2004)

რეჟისორი: ბუბა (რამაზ) ხოტივარი

სიუჟეტი: მხატვარმა ირაკლი ფარჯიანმა დატოვა უნიკალური ტექნიკით შესრულებული შთამბეჭდავი ნაშრომი: საკუთარი ხელით გადაწერა მარკოზის სახარება, ყოველი ეპიზოდის მიხედვით შექმნა ორიგინალური ილუსტრაციები, მხოლოდ მისთვის ცნობილი ტექნოლოგიების მეშვეობით მისცა ფურცლებსა და ნახატებს სიძველის ელფერი და შეკრა ერთ წიგნად. ფილმი გადაღებულია ამ სახარების ილუსტრაციების მიხედვით.

სცენარის ავტორები: ბუბა (რამაზ) ხოტივარი, ირაკლი პაპავა

მხატვარი: ირაკლი ფარჯიანი

ოპერატორი: ზურაბ ადუაშვილი

მუსიკა: გიორგი ჩლაიძე

მონტაჟი: ზურაბ ლაშხი

ხმა: თეიმურაზ კუხიანიძე

ხანგრძლივობა: 52'

ფერი: ფერადი

Betacam

სტუდია "მემატიანე"