დიდუბე, ბოლო გაჩერება (2017)
რეჟისორი: შორენა თევზაძე
ჯილდოები: 2017. დოკუმენტური კინოს ფესტივალი CINEDOC (თბილისი) - FOCUS CAUCASUS–ის მთავარი ჯილდო.
სიუჟეტი: ყველაზე გადატვირთულ სადგურზე პატარა, წყნარი ვეტერინარული მაღაზიაა, სადაც სიჩუმეს მხოლოდ გარედან შემოსული ხმაური არღვევს. მაღაზიის მფლობელი, ნიკო, შუშის დახლის უკან ზის თავის ცოლთან, ციცოსთან, ერთად. ის პოეზიას წერს მიმდინარე მოვლენებზე. 90-იანებში დიდუბე თბილისის მეტროს ბოლო გაჩერება იყო. სწორედ ამ დროს გახსნა ნიკომ თავისი მაღაზია. ცოლთან ერთად ნიკო უმეტეს დროს დიდუბეში ატარებს, სადაც თავის ოცნებებს, მუსიკას და პოეზიას უზიარებს მეგობრებს: ნოდარს, ადგილობრივი მომღერალს და ლილის, გარე მოვაჭრეს, რომელიც სადგურზე ლიმონს ყიდის. ფილმი აჩვენებს, როგორი მიჯაჭვულია ნიკო თავის ადგილს. თუმცა, რაც დრო გადის, ნიკოს პატარა სამეფო დასასრულს უახლოვდება. ვინ იცის, იქნებ ნიკოსთვის ეს დასასრული ახალი ერის დასაწყისია .
ხმა: დავით ჟორჟოლაძე
ფერები: ლევან ამაშუკელი
მონტაჟი: მაკა გოგალაძე
მუსიკა: ნოდარ ლაბაძე
მონაწილეობენ: ნიკო ფრიდონიშვილი, ინეზა გვანცელაძე, ნოდარ ლაბაძე, ლილი ნადირაშვილი
ხანგრძლივობა: 65’
პროდუსერები: შორენა თევზაძე, ნიკოლოზ გოგოჭური
კოპროდუსერი: მარიან შნაიდერი
საქართველო/შვეიცარია
Real E.T. Films, Diafilm, Marelefilm. საქართველოს ეროვნული კინოცენტრი