მოუხელთებელი (უჩინარი) იანი (1942)

რეჟისორი: ვლადიმირ პეტროვი, ისიდორ იანენსკი

ჟანრი: სათავგადასავლო

სიუჟეტი: პრაღის უნივერსტეტის ყოფილი სტუდენტი, იან სმუდეკი საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოსვლის შემდეგ ყალბი დოკუმენტებით აღჭურვილი კომფორტაბელური მანქანთ გადაადგილდება ჩეხეთში.  ყოველ დღე, დღის 12 საათზე რადიო ეტერში გადის რადიოგადაცემა, რომელიც ყვება სიმართლეს საბჭოთა კავშირზე, მოუწოდებს მოქალაქეებს ფაშისტების წინააღმდეგ ბრძოლისკენ. ეს იანია. ჰიტლერელ მაძებრები ვერაფრით ახერხებენ უჩინარი მებრძოლის მოხელთებას, რადგან  საფრთხის მომენტში  მას ყოველთვის   უბრალო ხალხი ეხმარება.

სცენარის ავტორები: ალექსანდრ სტოლპერი, ოლგა ზივი

ოპერატორები: ანატოლი გოლოვნია, თამარ ლობოვა

მხატვარი: რომან სუტა

კომპოზიტორი: ანდრია ბალანჩივაძე

ხმა: როსტისლავ ლაპინსკი

როლები: ევგენი სამოილოვი (იანი), ევგენია გორკუშა-შირშოვა (მილჩა), ი.ალექსი-მესხიშვილი (ისროსლავი), გიორგი დავითაშვილი (პროფესორი), კ.დობჟინსკი (დრაბეკი),  კოტე დაუშვილი (გესტაპოს აგენტი)

ხანგრძლივობა: 56'

ფერი: შავ-თეთრი

 

"თბილისის კინოსტუდია"

1965 წელს ფილმი აღადგინა გორკის სახ.კინოსტუდიამ