ალადინის ჯადოსნური ლამპარი (1966)
Волшебная лампа Аладдина
რეჟისორი: ბორის რიცარევი
ჟანრი: ზღაპარი
სიუჟეტი: ფილმი არაბული ზღაპრის მოტივებზეა აგებული და ღარიბი ბიჭის, ალადინის თავგადასავალს გვიამბობს, რომელიც ფლობს ლამპარს შიგ დამწყვდეული ჯინით. ჯინი მის ყველა სურვილს ასრულებს. ჯინის დახმარებით ალადინი ყველა წინააღმდეგობას გადალახავს და მეფის ასულს ირთავს ცოლად.
სცენარის ავტორები: ვიქტორ ვიტკოვიჩი, გრიგორი იაგდფელდი
ოპერატორები: ვასილი დულცევი, ლევ როგოზინი
მხატვრები: ანატოლი ანფილოვი, კონსტანტინ ზაგორსკი
მონტაჟი: გ.სადოვნიკოვა
ხმა: სტანისლავ გურინი
როლებში: ბორის ბისტროვი(ალადინი), დოდო ჩოგოვაძე (მეფის ასული ბუდური), ანდრე ფაიტი (ჯადოქარი), ოთარ კობერიძე (სულთანი), ეკატერინე ვერულაშვილი (ალადინის დედა), ჰუსეინ სადიკოვი (დიდი ვეზირი), ვალენტინ ბრილეევი (მუბარაქი, ვეზირის ვაჟი), ოთარ ბილანიშვილი (ღამის დარაჯი)
ხანგრძლივობა: 84'
ფერი: ფერადი
ქვეყანა: საბჭოთა კავშირი
ენა: რუსული
გორკის სახელობის კინოსტუდია