ყაზბეგელი  მფრინავი (2009)

De vliegenierster van Kazbek (Original title - Dutch)

დამდგმელი რეჟისორი:  ინეკე სმიტსი

 

 ჟანრი მუზიკლი,  დრამა
სიუჟეტი:   მარი ახალგაზრდა გოგოა და კუნძულ ტექსელზე ცხოვრობს. ის ოცნებობს მთებზე და აგროვებს კიდეც მათ ფოტოებს. მას სურს რომ ამ ცხოვრებაში რაღაც გააკეთოს, მაგრამ, როგორც ომიანობის დროს დიდ ღარიბ ოჯახში მყოფ ერთადერთ გოგონას, მას სხვა არჩევანი არ გააჩნია: ის უნდა დაქორწინდეს პაულზე.   ქართველი ჯარისკაცების გამოჩენას ერთგვარი ფერები, სიხალისე და სიყვარული მოაქვს მარის ცხოვრებაში ამ უფერულ ჩრდილოეთის კუნძულზე.  ეს უცხოელთა ჯგუფი ეხმარება მარის, რომ თავისი თავი იპოვოს. ის ცხოვრებაში პირველადაა შეყვარებული. სამწუხაროდ, მის სიყვარულს ყაზბეგელი ჯარისკაცის - გოგას მიმართ და მის მეგობრობას სხვა ჯარისკაცებთან, საკუთარი ოჯახი და კუნძულის სხვა მაცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან. ერთადერთი ფილმი, რომელიც ქართველ ჯარისკაცებს გააჩნიათ და ხშირად უყურებენ - საბჭოური მიუზიკლი "ყაზბეგელი მფრინავია". სწორედ ამ ფილმის მთავარი გმირით შთაგონებული მარი თავის ბედს თავად ირჩევს. როდესაც ქართველები გერმანელების წინააღმდეგ აჯანყებას წამოიწყებენ, მარი ქართველთა მხარეს დაიჭერს. ის პოულობს მოულოდნელ შინაგან ძალას ამ სასტიკი პერიოდის დროს. უამრავი ქართველი იღუპება და გოგა ომის ტყვედ იქცევა...
დამდგმელი რეჟისორი:  ინეკე სმიტსი
სცენარისტები: არტურ იაპინი, ინეკე სმიტსი
დამდგმელი ოპერატორი: პიოტრ კუკლა
დამდგმელი მხატვრები: დიანა ფონ დენ ფოსენბერგი, ჲან ვილემ ვან დერ შუუტი
კომპოზიტორი: გიო ცინცაძე
მონტაჟი : მენო ბოერემა
როლები: მადელიფ ბლანკენი (მარია),  ანამარია მარინკა (ყაზბეგელი მფრინავი), პიტერ ლომაიერი (ბრესერი),  სალი ჰარმსენი (კაატი ), მედლიფ ბლანკენი (მარი), ზურა ჟღენტი (გოგა), ლაშა ბაქრაძე (ინჯია),კახა  კინწურაშვილი (ირაკლი), დათო როინიშვილი (ამირანი)
ხანგრძლივობა104 წთ
ფერი:  ფერადი
ქვეყანა:  ნიდერლანდები, ბელგია
ენა: ჰოლანდიური, ქართული, გერმანული

 

 

იხ. მანანა ლეკბორაშვილი. ყაზბეგელი მფრინავი  – filmvision. 1.11.2010
    
ია ვეკუა. არაფერი, მუსიკის გარდა - გაზეთი "24 საათი" , 08.10.2010