ველური  ველი (2008)

Дикое поле (Ру)

რეჟისორი: მიხეილ კალატოზიშვილი (უმცრ.) 

                  

ჯილდოები: 2008. კოტბუსის ახალგაზრდა ევროპული კინოს ფესტივალი - ეკუმენური ჟიურის პრიზი, ფიპრესის პრიზი 
                  2008. რუსეთის ეროვნული კინემატოგრაფიული პრემია ”ოქროს არწივი” - საუკეთესო ფილმი  
                  2008. რუსეთის კინოკრიტიკისა და კინოპრესის მთავარი პრიზი ”თეთრი სპილო” 
                  2008. მარაკეშის მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალი (მაროკო). გრან-პრი
                  2008. ეშტორილის მეორე საერთაშორისო კინოფესტივალი (პორტუგალია). პირველი ადგილი
                  2008. ”კინოტავრი”. პრიზი საუკეთესო სცენარისათვის და საუკეთესო მუსიკისათვის
ჟანრი: დრამა
სიუჟეტი: ფილმის მთავარი გმირია ახალგაზრდა ექიმი, მიტია, რომელიც შორეული ყაზახეთის სტეპში მუშაობს, მკურნალობს უბრალო ადამიანებს და მოუთმენლად ელოდება ცნობებს საყვარელი გოგონასაგან... 
დამდგმელი რეჟისორი: მიხეილ კალატოზიშვილი (უმცრ.) 
სცენარისტები: პიოტრ ლუციკი, ალექსეი სამორიადოვი
დამდგმელი ოპერატორი: პიოტრ დუხოვსკოი
დამდგმელი მხატვარი: სერგეი იასტიევსკიხ
კომპოზიტორი: ალექსეი აიგი
როლები: ოლეგ დოლინი (დმიტრი მოროზოვი, მიტჲა), დანიელა სროიანოვიჩი, ალექსანდრ ილინი, ალექსანდრ ილინი (უმც.), რომან მადიანოვი, იური სტეპანოვი. 
ხანგრძლივობა: 108 წთ
ქვეყანა: რუსეთი
ენა: რუსული
ფერი: ფერადი


სტუდია "ბარმალეჲ", მიხეილ კალატოზიშვილის ფონდი, რუსეთის კულტურისა და კინემატოგრაფის   ფედერალური სააგენტოს მხარდაჭერით

 

 იხ.  მიშა კალატოზიშვილი/"Дикое поле". ინტერვიუ. ესაუბრა ირინე ჟორდანია – ჟ. filmprint, N2.  შემოდგომა 2011