გარდაიცვალა დაუვიწყარ ფილმ "რეკორდში" ჯოტია ცაავას როლის შემსრულებელი.

კობა ღვინიაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში, მოძრავ სატელევიზიო სადგურში ოთხ ათეულ წელზე მეტხანს მუშაობდა.

ქარ­თუ­ლი ფილ­მე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს, ცხა­დია, არ და­გა­ვი­წყდე­ბო­დათ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ტან­დე­მის: დიდი შე­მოქ­მე­დე­ბის: რე­ჟი­სორ გუ­რამ პა­ტა­რა­ი­ას, ოპე­რა­ტორ ირაკლი ონოფ­რიშ­ვი­ლის და კომ­პო­ზი­ტორ - გია ყან­ჩე­ლის მუ­სი­კით დამ­შვე­ნე­ბუ­ლი და­უ­ვი­წყა­რი სა­ტე­ლე­ვი­ზიო მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი "რე­კორ­დი“ და მისი ახალ­გაზ­რდა "რე­კორდსმე­ნი“, შო­უ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჯო­ტია, ვის როლ­საც ფილმში არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბი კობა ღვი­ნი­აშ­ვი­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვად ას­რუ­ლებს.

 

"შე­მა­გი­ნე და გეს­ვრი!“ - ეს ახალ­გაზ­რდა ჯო­ტი­ას და­უ­ვი­წყა­რი ფრა­ზაა, სხვაგ­ვა­რად მისი ნა­ტყორ­ცნი ქვა მდი­ნა­რეს ვერ გა­და­უფ­რენ­და და რე­კორ­დსაც ვერ და­ამ­ყა­რებ­და.

ბა­ტო­ნი კო­ბას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი წუ­ხელ შე­ვი­ტყვე "ფე­ის­ბუ­ქი­დან" და ძა­ლი­ან მეტ­კი­ნა გული...

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში“ ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით, ერთხანს ჩვე­ნი მძღო­ლიც იყო - კვი­რა­ში ერთხელ, დი­ლა­ად­რი­ან, ერ­თსა­ა­თი­ა­ნი პირ­და­პი­რი რა­დი­ო­ე­თე­რი გვქონ­და მე და ჩემს ორ კო­ლე­გას და ბა­ტო­ნი კობა შინ გვა­კი­თხავ­და ხოლ­მე, სამ­სა­ხურ­ში წა­საყ­ვა­ნად. ვი­ცო­დი, ჩემს სახ­ლთან ახ­ლოს რომ ცხოვ­რობ­და, მა­ნამ­დე ქუ­ჩა­შიც მხვდე­ბო­და ხოლ­მე. ძა­ლი­ან მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, ბევ­რს არ ლა­პა­რა­კობ­და, თუმ­ცა მო­სალ­მე­ბა კი გუ­ლი­ა­ნი იცო­და.

სწო­რედ იმ პირ­და­პი­რი ეთე­რე­ბი­სას, შინ რომ გვა­კი­თხავ­და ხოლ­მე მან­ქა­ნით, მი­თხრა, მეც აქვე ვცხოვ­რობ, მე­ზობ­ლად, მე­ექ­ვსე კვარ­ტალ­შიო. მა­ნამ­დეც ხში­რად ვხე­დავ­დი ქუ­ჩა­ში, მაგ­რამ მხო­ლოდ სა­ლამ­სა და მო­კი­თხვას ვჯერ­დე­ბო­დით, მერე კი უფრო დავ­მე­გობ­რდით. თბი­ლი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო.

ბოლო ხანს აღარ­სად შევ­ხვედ­რი­ვარ. სულ მე­ფიქ­რე­ბო­და, ნე­ტავ, რო­გორ არის-მეთ­ქი? მისი სახ­ლის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რიც ვერ­სად მი­ვაკ­ვლიე, ვერც - მო­ბი­ლუ­რის, არა­და, მინ­დო­და შევ­ხმი­ა­ნე­ბო­დი და კი­დევ ერთი ინ­ტერ­ვიუ ჩა­მე­წე­რა. უკა­ნას­კნე­ლად რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ღა­მის ტრა­დი­ცი­უ­ლი სპორ­ტუ­ლი მა­რა­თო­ნი­სას, მეტ­რო­სად­გურ "დე­ლის­თან“ შეგ­ვხვდა მე და ჩემს მე­გო­ბარს. და­ბინ­დე­ბუ­ლი იყო, სა­უ­ბარ­ში გარ­თულ­მა ვერც შევ­ნიშ­ნე, უცებ კი ჩემი სა­ხე­ლი ჩა­მეს­მა. გავ­ხე­დე და უნებ­ლი­ეთ წა­მომ­ცდა, ჯო­ტია ცა­ა­ვაა-თქო. ბა­ტონ კო­ბას პი­რის­პირ - არა, მაგ­რამ, ზო­გა­დად, სულ ჯო­ტია ცა­ა­ვა­თი ვიხ­სე­ნი­ებ­დი ხოლ­მე ახ­ლობ­ლებ-ნაც­ნო­ბებ­ში. ტრა­დი­ცი­უ­ლად, გულ­თბი­ლად მო­მი­კი­თხა. დიდ­ხანს ვი­სა­უბ­რეთ, მერე უცებ ვთხო­ვე, ერ­თად გა­და­ვი­ღოთ სა­მახ­სოვ­რო ფოტო-მეთ­ქი (აშ­კა­რად სატ­რა­ბა­ხოდ მინ­დო­და, სხვებ­საც რომ გა­ე­გოთ, ამ მო­რი­დე­ბულ "რე­კორდსმენს“ კარ­გად რომ ვიც­ნობ­დი). ჩემს მე­გო­ბარ­მა რამ­დე­ნი­მე კად­რი გა­დაგ­ვი­ღო. ახლა კი მხო­ლოდ ეს კად­რე­ბი და დიდი ხნის წინ ჩა­წე­რი­ლი ჩვე­ნი ინ­ტერ­ვიუ დამ­რჩა მის სა­მახ­სოვ­როდ...

სამ­წუ­ხა­როდ, დღეს არც ბა­ტო­ნი გუ­რამ პა­ტა­რა­ი­აა ცო­ცხა­ლი, არც ბა­ტო­ნი ირაკ­ლი ონოფ­რიშ­ვი­ლი და არც ბა­ტო­ნი გია ყან­ჩე­ლი, კი­დევ რამ­დე­ნი­მე მსა­ხი­ო­ბი მათი ფილ­მი­დან, წუ­ხელ კი ამ დი­დე­ბულ ტრი­ოს ბა­ტო­ნი კობა ღვი­ნი­აშ­ვი­ლიც შე­უ­ერ­თდა.

"შე­მა­გი­ნე და გეს­ვრი!“

ჯო­ტია ცა­ა­ვას ეს ფრა­ზა დღემ­დე ფრთი­ან გა­მო­ნათ­ქვა­მად შე­მოგ­ვრჩა, ისე­ვე, რო­გორც კი­დევ ბევ­რი ფრა­ზა ამ ფილ­მი­დან. ზო­გა­დად კი, რე­ჟი­სორ გუ­რამ პა­ტა­რა­ი­ას სა­ტე­ლე­ვი­ზიო მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი "რე­კორ­დი“ ქარ­თვე­ლე­ბის სარ­ე­კორ­დო რა­ო­დე­ნო­ბამ იცის ზე­პი­რად, შე­იძ­ლე­ბა, ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდებ­მა არ იცოდ­ნენ, მაგ­რამ მათ ოჯა­ხებ­ში მშობ­ლე­ბი ლა­პა­რა­კობ­დნენ ფილ­მის კვი­მა­ტი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბით. "რე­კორ­დის“ რე­კორდსმე­ნი ჯო­ტია ცა­ა­ვაც ბევ­რს გვახ­სოვს და მე კი, რო­გორც გი­თხა­რით, მის ეკ­რან­ზე გამ­ცო­ცხლე­ბელს, ერთ დროს "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის“ ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ან თა­ნამ­შრო­მელ კობა ღვი­ნი­აშ­ვილს პი­რა­დად ვიც­ნობ­დი (ვწუხ­ვარ, რომ ამ სტა­ტი­ა­ში მას­ზე წარ­სულ­ში მო­მიხ­დე­ბა ლა­პა­რა­კი).

 

თავ­და­პირ­ვე­ლად მინ­და, ორი­ო­დე სი­ტყვით ფილმზეც გი­თხრათ: ფილ­მს სა­ფუძ­ვლად ჩეხი მწერ­ლის მო­თხრო­ბა და­ე­დო, თუმ­ცა სცე­ნა­რის ავ­ტო­რებ­მა, თა­ვად ბა­ტონ­მა გუ­რამ­მა და ამი­რან ჭი­ჭი­ნა­ძემ ისე გა­ა­ქარ­თუ­ლეს, ვე­რაფ­რით იტყვი, პირ­წმინ­დად ქარ­თუ­ლი არ არი­სო. სხვა­თა შო­რის, "რე­კორ­დი“ გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე "და­უ­პა­ტიმ­რე­ბი­ათ“ და ერთი წლით "ჩა­უს­ვამთ სპორ­ტუ­ლი აფე­რის­ტო­ბის­თვის“, - საბ­ჭო­თა მი­ლი­ცი­ას მას­ხრად იგ­დებ­თო. მერე მი­ჩე­ხეს, მო­ჩე­ხეს, და­ა­მონ­ტა­ჟეს და რო­გორც იქნა, "შე­ი­წყა­ლეს“. სწო­რედ ასე­თი ვი­ხი­ლეთ ეკ­რან­ზე და ძა­ლი­ა­ნაც შე­ვიყ­ვა­რეთ.

ბა­ტონ კო­ბას­თან ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რი­დან დიდი დრო გა­ვი­და. მახ­სოვს, მა­შინ მი­თხრა, - დღე­საც ხში­რად მი­რე­კა­ვენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და ჩა­წე­რას მთხო­ვენ, მაგ­რამ ხომ იცი, ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი დი­დად არ მიყ­ვარ­სო და იქვე და­ა­ყო­ლა, ძვე­ლი ნაც­ნო­ბო­ბის წყა­ლო­ბით შენ ვერ გე­ტყვი უარ­სო. ხათ­რი­ა­ნი კაცი იყო, მო­რი­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ - ძა­ლი­ან კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რიც, არა­და, ფილმში ძა­ლი­ან სი­ტყვა­ძუნწ ადა­მი­ა­ნად იყო გა­მოყ­ვა­ნი­ლი... სი­ტყვა­ძუნ­წო­ბა­ზე რომ ვკი­თხე, ჩა­ე­ცი­ნა, - სი­ტყვა­ძუნ­წი კი არ ვარ, ცხო­ნე­ბულ­მა გუ­რამ პა­ტა­რა­ი­ამ მარ­გუ­ნა ასე­თი რთუ­ლი როლი. ჩემი სამ­სა­ხი­ო­ბო დე­ბი­უ­ტიც ეგ იყო და - ფი­ნა­ლიც. ამ გა­მოც­დი­ლე­ბით მივ­ხვდი, რომ რაც მეტი სი­ტყვაა ფილმში, მით უფრო ად­ვი­ლია შე­სას­რუ­ლებ­ლად, პა­უ­ზა კი - ძნე­ლი­აო.

მისი ერ­თა­დერ­თი ფილ­მი და როლი

ჯო­ტია ცა­ა­ვას რო­ლის და ფილ­მის ამ­ბე­ბის გახ­სე­ნე­ბა რომ ვთხო­ვე, და­უ­ზარ­ლად მი­ამ­ბო...

 მო­მიყ­ვა, რომ 1972-73 წლებ­ში ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, გა­რე­გა­და­ღე­ბის მან­ქა­ნა­ზე, ე. წ. კრან­ზე მუ­შა­ობ­და და იმ­ხა­ნად ხან­გრძლი­ვი მივ­ლი­ნე­ბით ბა­თუმ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. გუ­რამ პა­ტა­რა­ი­ას მა­ნამ­დეც იც­ნობ­და, ბა­თუმ­ში კი შემ­თხვე­ვით შეხ­ვდა. ათას რა­მე­ზე უსა­უბ­რი­ათ და ბო­ლოს ბა­ტონ გუ­რამს უთხო­ვია: მხატ­ვრულ ფილ­მს ვი­ღებ, წა­მო­დი გე­გეჭ­კორ­ში (ახ­ლან­დელ მარ­ტვი­ლის რა­ი­ონ­ში - ი.ხ.), მჭირ­დე­ბი, მივ­ლი­ნე­ბა­საც გა­გი­ფორ­მე­ბო. ბა­ტონ კო­ბას ბა­თუმ­ში საქ­მე­ე­ბი აღარ ჰქონ­და და უკვე თბი­ლის­ში აპი­რებ­და დაბ­რუ­ნე­ბას, ამი­ტომ რე­ჟი­სორს და­თან­ხმე­ბია და გაჰ­ყო­ლია.

მი­ამ­ბო:

"რე­კორ­დის“ გა­და­ღე­ბა და­წყე­ბუ­ლი იყო და ჯო­ტია ცა­ა­ვას როლს ას­რუ­ლებ­და გოგი ქავ­თა­რა­ძე, რო­მე­ლიც მა­შინ ბა­თუ­მის თე­ატ­რში მუ­შა­ობ­და. სხვა­თა შო­რის, შოუს რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლიც სხვა გო­გო­ნა იყო - გოგი ქავ­თა­რა­ძის ბა­თუ­მე­ლი მე­ზო­ბე­ლი მე­დი­კო ჯი­ჯე­იშ­ვი­ლი. გოგი ჩემ­ზე ცო­ტა­თი უფ­რო­სი იყო და, თურ­მე, რეზო ჩხე­ი­ძეს მისი ასა­კის გამო უთ­ქვამს: უხერ­ხუ­ლი იქ­ნე­ბა, გო­გიმ ფილმში "ხუტა უფ­როსს“ - ლა­მის თა­ვის კბი­ლა კაცს ბი­ძია და­უ­ძა­ხო­სო. გარ­და ამი­სა, მგო­ნი, გო­გი­მაც უარი თქვა, - ბა­თუ­მის თე­ატ­რში ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი იყო და ხში­რად ვერ ჩა­დი­ო­და გე­გეჭ­კორ­ში, ამი­ტომ გა­და­ღე­ბაც ჯან­ჯლ­დე­ბო­და. მოკ­ლედ, რო­გორც ჩანს, გუ­რამ­მა ჩემ­თან შეხ­ვედ­რი­სას გულ­ში ჩა­ი­დო, ჯო­ტი­ას როლ­ზე რომ მო­ვე­სინ­ჯე. სა­მეგ­რე­ლო­ში ჩა­სულს ეს რომ გა­მიმ­ხი­ლა, გა­ო­ცე­ბულ­მა ვუ­თხა­რი: ჩემო გუ­რამ, ცხოვ­რე­ბა­ში არ­სად მი­თა­მა­შია, სას­კო­ლო დად­გმებ­შიც კი არ მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რო­მელ ფილმზე მე­ლა­პა­რა­კე­ბი-მეთ­ქი? - კაი რა, ამა­ზე ად­ვი­ლი რა არის! აბა თქვი: "შე­მა­გი­ნე და გეს­ვრი!“- აშ­კა­რად იხ­ტი­ბარს არ იტეხ­და. მე წყნა­რად გა­ვი­მე­ო­რე ფრა­ზა. - ბიჭო, გაბ­რა­ზე­ბულ­მა თქვი, შენ­ზე გა­ვა­კე­თე "სტავ­კა“, არ დამ­ღუ­პოო, - მთხო­ვა. ალ­ბათ, "სტავ­კა­ზე“ იც­რუა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ვი­ფიქ­რე, მოდი, თავს გა­მოვ­ცდი, თუ შევ­ძლებ თა­მაშს, გუ­რამ­საც და­ვეხ­მა­რე­ბი, თან, ალ­ბათ, ჰო­ნო­რარ­საც მომ­ცე­მენ-მეთ­ქი. ძა­ლი­ან მო­ვინ­დო­მე და გაბ­რა­ზე­ბულ­მა შევ­ძა­ხე: შე­მა­გი­ნე და გეს­ვრი-მეთ­ქი და... გა­მო­მი­ვი­და".

ფილ­მის ოპე­რა­ტორს, ირაკ­ლი ონოფ­რიშ­ვილს, თურ­მე, ბევ­რი დუბ­ლის გა­და­ღე­ბა არ უყ­ვარ­და, ამი­ტომ მეტ დროს რე­პე­ტი­ცი­ებს უთ­მობ­და. ბა­ტო­ნი კობა რე­პე­ტი­ცი­ას არ გა­დი­ო­და, - იქ უფრო არ გა­მომ­დი­ო­და თა­მა­ში და პირ­და­პირ მი­ღებ­დნენ, ალ­ბათ, მერე იმ კად­რე­ბი­დან სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი შე­ა­წე­ბეს და რა­ღაც გა­მო­მი­ვი­დაო.

"რე­კორდში“ შემ­სრუ­ლე­ბელ­თა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ან­სამ­ბლი კი შეკ­რი­ბა ბა­ტონ­მა გუ­რამ პა­ტა­რა­ი­ამ, თი­თო­ე­უ­ლი თა­ვი­სი საქ­მის უდი­დე­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იყო: მა­ნუ­ჩარ შერ­ვა­ში­ძე დურუ ხუნ­ჭუ­ას როლ­ში, ასე­ვე, ცუ­ცას როლ­ში ქუ­თა­ი­სის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ევა ხუ­ტუ­ნაშ­ვი­ლი. სა­ერ­თოდ, ყვე­ლა­ნი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი იყ­ვნენ და, სხვა­თა შო­რის, მა­ნუ­ჩა­რის გარ­და - კი­ნო­ში დე­ბი­უ­ტან­ტე­ბი.

ერთი შე­ხედ­ვით კუშტ ბა­ტონ კო­ბას იუ­მო­რის გრძნო­ბაც გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი ჰქო­ნია, ისე ხა­ლი­სით დამ­თან­ხმდა ფილ­მის გა­და­ღე­ბის ე.წ. შავი მა­სა­ლის - კუ­ლი­სე­ბის ამ­ბე­ბის მო­ყო­ლას - როლი კარ­გად რომ მო­ერ­გოთ, ფილ­მის მი­ლი­ცი­ე­ლე­ბი სულ ფორ­მი­თა და ხუტა უფ­რო­სის მო­ტო­ციკ­ლით და­დი­ოდ­ნენ. ვარ­ჯი­შობ­დნენ რა...

"ერთხე­ლაც, "მი­ლი­ცი­ის უმ­ცროს ლე­ი­ტე­ნანტს“ ხუტა უფ­როსს და მის "მო­ად­გი­ლე“ ღინ­ტუს - მა­შინ­დე­ლი გე­გეჭ­კო­რის რა­ი­ო­ნის კულ­ტუ­რის სახ­ლის დი­რექ­ტორს, აწ გარ­დაც­ვლილ გუ­რამ ჟვა­ნი­ას, გზა­ზე საწ­ვა­ვი გა­უ­თავ­დათ. მო­დის, თურ­მე, "ურა­ლი“ - სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა, სა­ვა­რა­უ­დოდ, უკა­ნო­ნოდ მოჭ­რი­ლი ხე­ტყით დატ­ვირ­თუ­ლი. ფორ­მი­ან­მა "მი­ლი­ცი­ე­ლებ­მა“ სატ­ვირ­თო გა­ა­ჩე­რეს და საწ­ვა­ვის თხოვ­ნა და­ა­პი­რეს. "ურა­ლის“ მძღოლ­მა გუ­რა­მი იცნო და ჰკი­თხა: დიდი ხა­ნია, ფორ­მა გაც­ვი­აო? გუ­რამ­მაც არ მო­ა­ტყუა: ერთი-ორი თვე­აო. მძღოლ­მა მე­ტის თქმა არ აცა­ლა - ოღონდ იმას არ და­ე­კა­ვე­ბი­ნა (ნამ­დვი­ლი მი­ლი­ცი­ე­ლი ეგო­ნა) და გუ­რა­მის­თვის ჯი­ბე­ში ფუ­ლის ჩა­ტე­ნას შე­ე­ცა­და. - რას შვრე­ბი, კაცო, საწ­ვა­ვი ჩა­მის­ხიო, - უთხრა გუ­რამ­მა. - საწ­ვავ­საც ჩა­გის­ხამ და ესეც გა­მო­მარ­თვიო, - არ მო­ეშ­ვა მძღო­ლი. ბო­ლოს­და­ბო­ლოს, გო­ვენ­მა და გუ­რამ­მა სი­ცი­ლით აუხ­სნეს, რომ ფილმში იღებ­დნენ და ნამ­დვი­ლი მი­ლი­ცი­ე­ლე­ბი არ იყ­ვნენ. გა­გიჟ­და, თურ­მე, ის კაცი და მე­ო­რე დღეს გე­გეჭ­კო­რის რეს­ტო­რან­ში მა­გა­რი სუფ­რა გა­შა­ლა. კარ­გა­დაც მო­ვულ­ხი­ნეთ. ისე, მოლ­ხე­ნა არც სხვა დღე­ებ­ში გვაკ­ლდა...

უი, პა­ტა­რა ექ­სცე­სიც მოხ­და ფილ­მის გა­და­ღე­ბის პე­რი­ოდ­ში. ერთხელ ნას­ვა­მი შე­ვე­დი ოთახ­ში, ბი­ჭე­ბიც ნას­ვა­მე­ბი იყ­ვნენ და "ჯო­კერს“ თა­მა­შობ­დნენ. ფილ­მის მე­ო­რე რე­ჟი­სორ­მა - ოთარ ასა­ნი­ძემ მი­თხრა: შენ, იცი, რომ მა­ნუ­ჩა­რი მარ­თლა გა­გი­ნებს იქი­თა ნა­პი­რი­დან? ჩემი თუ არ გჯე­რა, თვი­თონ მას ჰკი­თხეო. იმ­დენ­ჯერ გა­მი­მე­ო­რა, რომ და­ვი­ჯე­რე. მა­ნუ­ჩარ­მაც, ოღონდ ოთა­რი გა­ჩუ­მე­ბუ­ლი­ყო, - ვა­გი­ნე­ბო, - და­ა­დას­ტუ­რა და ხელი აიქ­ნია. მეც "ავ­ვარ­დი“ და პა­ტა­რა გა­წევ-გა­მო­წე­ვა იყო, მაგ­რამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დო­ბი­ა­ნად დას­რულ­და. ისე, შე­იძ­ლე­ბა მარ­თლა მა­გი­ნებ­და - აბა, კაცი როლ­ში იყო შე­სუ­ლი და რა ექნა?! - მიყ­ვე­ბო­და ბა­ტო­ნი კობა.

ჯო­ტია ცა­ა­ვას სიყ­ვა­რუ­ლი - "კარ­გი გოგო შოუ“

ჯო­ტია ცა­ა­ვა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი კი არის შო­უ­ზე, თუმ­ცა კლა­სი­კურ რო­მან­ტი­კულ გმირს არ ჰგავს. თით­ქოს ცხოვ­რე­ბა­შიც არ ტო­ვებ­და რო­მან­ტი­კუ­ლი მა­მა­კა­ვის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას. ვერ მო­ვით­მი­ნე და და­ვინ­ტე­რეს­დი, სი­ნამ­დვი­ლე­ში რა ხდე­ბო­და, მარ­თლა "კარ­გი გოგო“ იყო შოუ-თქო და მა­შინ­ვე მო­მი­გო:

"რაკი გოგი ქავ­თა­რა­ძე აღარ თა­მა­შობ­და ფილმში, შოუს რო­ლის პირ­ვე­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მე­დი­კოც ბა­თუმ­ში დაბ­რუნ­და. გუ­რამ­მა როლი დიდი ჭყო­ნის მე­ურ­ნე­ო­ბის მთა­ვა­რი ინ­ჟინ­რის ქა­ლიშ­ვილს მი­ან­დო. კარ­გი გოგო იყო შოუ, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში სხვას მოს­წონ­და - ფილ­მის ერთ-ერთ ხმის რე­ჟი­სორს, ოთარს. ასე რომ, მე არა­ფერ შუ­ა­ში ვი­ყა­ვი..."

"რე­კორ­დის“ გა­და­ღე­ბის შემ­დეგ ბა­ტო­ნი კობა აღა­რა­ვის გა­და­უ­ღია. მი­თხრა, კარ­გა ხანს რუ­სეთ­ში ვცხოვ­რობ­დი, მერე კი დავ­ბრუნ­დი, მაგ­რამ ვი­ღას ვეხ­სო­მე­ბო­დიო... ისე, არც თა­ვად ჰქო­ნია, თურ­მე, ფილმში გა­და­ღე­ბის სურ­ვი­ლი. თუმ­ცა ჩვე­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან მოს­კოვ­ში სა­მუ­შა­ოდ წა­სულ პავ­ლი­კა სუ­ხოვს მის­თვის იქი­დან "დე­სან­ტი“გა­მო­უგ­ზავ­ნია - ტე­ლე­ო­პე­რა­ტო­რი და პრო­დი­უ­სე­რი, ბა­ტო­ნი კო­ბას კო­ორ­დი­ნა­ტე­ბიც მი­უ­ცა და აქ გა­და­ღე­ბულ ტე­ლე­ფილმში, სა­დაც ელ­დარ შენ­გე­ლა­ია და სხვა ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ჩა­წე­რეს, მის­გან და მისი მე­უღ­ლის­გა­ნაც აუ­ღი­ათ ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი. მახ­სოვს, იქვე და­ა­ყო­ლა, ასე რომ, ჩემი ცხოვ­რე­ბის "შოუც“ ნა­პოვ­ნი მყავს, ოღონდ მას დოდო ჰქვია და კი­დევ - ერთი ვა­ჟიც მყავ­სო.

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

 04-02-2025

ამბები.ge