ჯიმშერ მუჯირი. მოგონებები შემოქმედზე და მამაზე

      ძნელია ახლობელ ადამიანზე წერო, მაგრამ ამასთანავე საინტერესოა, რადგან შეიძლება უფრო მეტად მოჰფინო ნათელი იმ წვრილმანს, რაც სხვისთვის შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს რაც ასე მომხიბლავი, დასამახსოვრებელია.

    ჩემი თხრობა შორიდან   უნდა დავიწყო, იქიდან, სადამდეც მისწვდება ჩემი და ჩემი წინაპართა მეხსიერება.

    ნინუცა თოლორაია. 1976 წლის № 4 ჟურნალდროშაშილევან ბრეგაძის საინტერესო წერილი გამოქვეყნდა ერთი ეპიზოდი წარსულიდან“. აი, მისი წანამძღვარი: „მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების მიჯნაზე თბილისში გამომავალი ფრანგული  ჟურნალისლე კაუკაზ ილუსტრირეს“ 1891 წლის მეცხრე ნომერში ყურადღებას იპყრობს ნაწარმოები სამი შეხვედრა“, რომელსაც ლეონარდ ბალბაშევსკი აწერს ხელს, სათაურის ქვეშ ვკითხულობთ: „სიმონ ბოლქვაძის ნა ამბობი თავად ლევან დადიანზე“. მოთხრობა საინტერესო მასალას იძლევა ბატონყმობისდროინდელი საქართველოს სოციალური ვითარების დასახასიათებლად. შემდგომ ავტორს მოჰყავს მოთხრობა, რომელსაც ასეთი კომენტარი მოსდევს: „დავინტერესდით, ვინ იყო ამ მოგონების ავტორი სიმონ ბოლქვაძე, რომელსაც ყოველგვარი ტიტულისა და წოდების გარეშე იხსენიებს ფრანგული ჟურნალი. მის შესახებ ცნობები მოგვაწოდა  შვილიშვილიშვილმა, საქართველოს სახელწიფო მუზეუმის დირექტორის მოადგილემ სიმონ  სპირიდონის ძე ბოლქვაძემ. ეპიტაფია, რომელიც მისი წინაპრის საფლავის ქვაზეა ამოკვეთილი ხობის მონასტრის გალავანში, არკვევს ფრანგულ ჟურნალში დაბეჭდილი მოგონების ავტორის ვინაობას. ეპიტაფიის ტექსტი ცნობილ პუბლიცისტს იონა მეუნარგიას შეუთხზავს, რომელსაც ცოლად ჰყავდა სიმონ ბოლქვაძის შვილიშვილი ნინო ჯორჯიკია.
    საფლავის წარწერა დარბაისლური ქართულით გვაუწყებს:
სიმონ დავითის ძე ბოლქვაძე
1814-1896 .
    ქობულეთიდან მიმგვარა სამეგრელოს და მიმარქვა წმინდის ემბაზიდამ მთავარმან ლევან გრიგოლის ძე დადიანმა 1829 წელს. მას ვახლდი მთელი მისი სიცოცხლე, ვითარცა პირველი მისი მონადირე და მან აღმავსო ყოვლისა პატივითა და ქონებითა მყო რა პატრონი აზნაურის გიორგი საჯაიას მამულისა სოფელ ჯაღრას. ამიერ სოფლიდამ განველ სოფელ ნოჯიხევს საყვარელს ჩემის ასულის სალომე ჯორჯიკიას სახლში. ღმერთო, დაიცავ ოჯახი ჩემი და ედნიერ ჰყავ შთამომავლობა ჩემი“.
    მოგონების ჩამწერი კი უნდა იყოს რუსული ტექნიკური საზოგადოების კავკასიის  ანყოფილების მდივანი ლეონარდ ივანეს ძე ბალბაშევსკი, რომელიც 1868 წლიდან მუშაობდა ამ თანამდებობაზე თბილისში ხსენებული საზოგადოების დაარსებიდანვე.
    სიმონ ბოლქვაძეს ბალბაშევსკი უნდა შეხვედროდა სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის, დავითის მემკვიდრესთანნიკო დადიანთან, ზუგდიდის ან გორდის სასახლეში, სადაც სიმონი ხშირი და სასურველი სტუმარი იყო, როგორც ნიკოს პაპის, სამეგრელოს მთავრის ლევანის ნათლული და სასახლის კარზე მომხდარი ძველი ამბების მომსწრე და მცოდნე.

პლენუმისა და პრეზიდიუმის წევრი. იგი მუდამ დაბეჯითებით ითხოვდა ავადმყოფთათვის სათანადო პირობების შექმნას, სამკურნალო ქსელის გაფართოება-გაძლიერებისათვის ხელის შეწყობას; ბუნებრივი მონა    გადმოცემის მიხედვით, სიმონი უამრავი ძველი ამბისა და ლექსის მცოდნე იყო, ვეფხისტყაოსნის მთელი თავების ზეპირად მთქმელი. მისი მეტად ცოცხალი, ხალისიანი თხრობა, აღსავსე გონებამახვილობითა და იუმორით, მსმენელთა დიდ ინტერესს იწვევდა. ალბათ, ამის გამო მეგობრობდა მასთან ზუგდიდის ოლქის მაშინდელი უფროსი, პოეტი რაფიელ ერისთავი.
    როგორც ჩანს, სიმონის ერთ-ერთი ნაამბობი . ბალბაშევსკისაც მოსწონებია და მისი ფიქსაცია მოუხდენია.
  მრავალრიცხოვანი შთამომავლობა დარჩა სიმონ ბოლქვაძეს. მათ შორის არიან კულტურის გამოჩენილი მოღვაწენი: პედაგოგი და მწერალი ჯაჯუ ჯორჯიკია, ქართველ კინომსახიობთა პირველი თაობის წარმომადგენელი თამარ ბოლქვაძე, ქართული საბჭოთა კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია, ქართული მულტიპლიკაციის პიონერი ვლადიმერ მუჯირი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი სალომე ყანჩელი, კინორეჟისორები ელდარ და გიორგი შენგელაიები, სპორტის ოსტატი ნოდარ ჯორჯიკია და სხვა მრავალნი, რომელნიც დღეს ახალ, ბედნიერ ცხოვრებას ქმნიან, ძირფესვიანად განსხვავებულს იმ ყოფისაგან, რომლის ერთ-ერთი ეპიზოდი მათი წინაპარის საინტერესო მოგონებამ შემოგვინახა.
    ლადო მუჯირის დედა, ნინუცა თოლარია სიმონ ბოლქვაძის შთამომავალი იყო დედის მხრიდან, მამა კი ნიკოლოზ თოლორაია გახლდათ, ზუგდიდელი ბლაღოჩინი; მისი ოჯახი ზუგდიდის მახლობლად მშვენიერ სოფელ კორცხელში ცხოვრობდა. ლადო მუჯირის მამა, იასონი, საინტერესო პიროვნება იყო, თვალსაჩინო ექიმი და საზოგადო მოღვაწე. მისი პირადი არქივი და სხვა დოკუმენტები დაცულია ზუგდიდის მხარეთმცოდნეობის, თბილისის თეატრისა და კინოს მუზეუმებში და ბევრ საყურადღებო ცნობას შეიცავს:
    ჩვენს ხელთაა ერთ-ერთი ექიმის, საექიმო საზოგადოების პრეზიდიუმის წევრის 1928 წლით დათარიღებული წერილი, სადაც იკითხება შემდეგი: „ექიმი იასონ მუჯირი დაიბადა გურიაში, ოზურგეთთან ახლომდებარე სოფელ ბოხვაურში 1877 წლის 1 მაისს. მამამისი ნიკიფორე სოფლის ღარიბი მღვდელი გახლდათ, ქართული ენისა და ლიტერატურის კარგი მცოდნეზედმიწევნით პატიოსანი და უანგარო ადამიანი. დედა, სალომე კი ძველ აზნაურთა გვარის შთამომავალი,კარგი მცოდნე ქართული ენისა და ლიტერატურის, განთქმული შრომისმოყვარეობით, ოჯახისა და ქმარ-შვილის უაღრესად მოყვარე“.
    იასონი და-ძმებში გამოირჩეოდა ცქვიტი, ცოცხალი, მოძრავი ბუნებით და ენამახვილობით. წერა-კითხვა შინ ისწავლა, შემდეგ ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს; ოთხი კლასის დამთავრების შემდეგ გამოემგზავრა თბილისში სასულიერო სემინარიაში სწავლის გასაგრძელებლად. მამისა და სოფლის სურვილი იყო იასონის მღვდლად მომზადება, სასულიერო სემინარია იმ დროს უმაღლესი სასწავლებლის როლს ასრულებდა. აქ თავს იყრიდნენ საქართველოს მოწინავე ახალგაზრდები და მათ შორის, რევოლუციურად განწყობილი ჭაბუკებიც. მაგალითად, მიხა ცხაკაია, ფილიპე მახააძე, შემდგომში კობა ჯუღაშვილიც.
    იასონი ჩაება მოწინავე ამხანაგების წრეში (ამ წრეში იყვნენ სტალინი და . დევდარიანი). სემინარია ია დაამთავრა და იურიევში გაემგზავრა, იქაური უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტზე სასწავლებლად. საყურადღებოა, რომ იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტში ჩამოყალიბებული იყო ქართველ სტუდენტთა გუნდი. ამ მომღერალთა გუნდს ხელმძღვანელობდა გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორი მელიტონ ბალანჩივაძე. იასონი გუნდის აქტიური წევრი გახლდათ. 1907 წელს სრულუფლებიანი ექიმის წოდება მიიღო და მოემგზავრება საქართველოში (საყურადღებოა, რომ გარკვეული პრაქტიკის გავლის შემდეგ ამავე უნივერსიტეტში დაიცვა და მიიღო მაზრის ექიმის წოდება).
    იმის გამო, რომ ამ დროს იგი უკვე დაქორწინებული იყო ზუგდიდელი მღვდლის (ბლაღოჩინის) ქალიშვილზე ნინუცა თოლორაიაზე, ზედსიძედ შევიდა და ზუგდიდში დასახლდა, მთავრობამაც აქ გამოამწესა სამუშაოდ. მეგრელმა ახლობლებმა ახალგაზრდა ექიმს მშვენიერი, ორსართულიანი აუშენეს ზუგდიდის ცენტრში და სამუდამოდ დაასახლეს ჩამოსული სიძე.
    მისი ბიოგრაფი ექიმი მოგვითხრობს: „საექიმო საკითხს ის უდგებოდა არა მარტო როგორც ექიმი, არამედ როგორც საზოგადო მოღვაწე... ის იმ აზრისაა, რომ ავადმყოფობის, სხვადასხვა  სენთა კურნება და ტკივილების დაამება, თუმცა დიდი სასახელო საქმეა, მაგრამ სავსებით საკმარისი და დამაკმაყოფილებელი არ არის, თუ მას აგრეთვე საერთო საზოგადოებრივი მოქმედებაც არ მოჰყვება“... იასონი აქტიურ მონაწილეობას იღებს ზუგდიდისა და მთელი მაზრის ცხოვრებაში. არის ქალაქის ხმოსანი, ერობის პრეზიდიუმის წევრი, მაზრის ელეგატი, სამაზრო პოვრების, სამკურნალო წყლებისა და სააგარაკო მთების კეთილ მოწყობას. მისი ექიმად დანიშნვის დროს ზუგდიდის მაზრაში თითო-ოროლა ექიმი და ორი საექიმო პუნქტი იყო. რამდენიმე ხნის შემდეგ კი გაიხსნა სამაზრო საავადმყოფო  რამდენიმე განყოფილებით, ორი სასოფლო საავადმყოფო, სამალარიო სადგური, კბილის საექიმო კაბინეტი, თვალის სამკურნალო კაბინეტი, 14 საექიმო პუნქტი, 11 საფერშლო, 22 აფთიაქი.
    იასონ მუჯირის მიერ აღმოჩენილია და მოქმედებს საკურნალო წყლები ცაიშში, სქურში; საჰაერო სამკურნალო ადგილებიჯაკონია“, „ოხაჩქუედათეკანაში“. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა იგი ფართო მასებში ჰიგიენური და საექიმო ცოდნის შეტანას. ფიქრობდა ამ ცოდნის გავრცელების საშუალებებზე პოპულარული შინაარსის წიგნაკების გამოცემით, გაზეთებში გამოქვეყნებული ინფორმაციებით, საჯარო ლექციების წაკითხვით, საუბრებითა და სხვა. თვითონ მას რამდენიმე სერიოზული შრომა აქვს დაწერილი. ზუგდი- დელ ახალგაზრდებს უძღვნა თავისი ლექციების კრებული «Элементарная медицина д-ра Муджири», რომელიც დაიბეჭდა 1912 წელს. იგი კრებდა და მეცნიერულ მუშაობაში აბამდა ექიმებს, რომლებიც ესწრებოდნენ ქართულ სამეცნიერო ყრილობებს, გამოდიოდნენ მოხსენებებით. მის არქივში მრავლადაა გამოქვეყნებული და გამოუქვეყნებელი შრომები, რომლებიც თავისი აქტუალობით დღესაც არ კარგავენ მნიშვნელობას. მისი ბიოგრაფი ექიმი ასე განაგრძობს: “...უნდა ითქვას გულახდილად, რომ ამხ. იასონის მნათობ ორგანიზმში ბუდობს ზედმიწევნით ფაქიზი, მგრძნობიარე და კეთილი გული. იგი აღჭურვილია კეთილშობილური, წმინდა სოციალისტური გულკეთილობით, თავმდაბლობით, გულწრფელობით და პირდაპირობით. იგი საიმედო ამხანაგია და მეგობარი ყოველთვის, განსაკუთრებით გაჭირვებაში.
    იშვიათი ენერგიის, მაღალი სულის, მტკიცე ხასიათის ხელმძღვანელი“...
    იასონ მუჯირის არქივში ყურადღებას იქცევს მისივე ხელით დასურათებული პატარა წიგნისაშინაო სამკურნალო გიმნასტიკა“, რომელიც 1902 წლით არის დათარიღებული. ერთ რვეულში კი თავი მოუყრია ლექსებისათვის. აქ ძირითადად ის ლექსებია შეკრებილი, რომლებიც ჯარში ყოფნის დროს (I მსოფლიო ომში სამი წლით იყო მივლინებული, როგორც ჰოსპიტალის ხელმძღვანელი ექიმი) დაუწერია. ყოველ მათგანს მიწერილი აქვს შექმნის ადგილი:.ბობრუისკი,გომელი,სმოლენსკი.
    გარდა საექიმო მოღვაწეობისა, იასონი 17 წლის განმავლობაში ასწავლიდა ჰიგიენას და მედიცინის საფუძვლებს ზუგდიდის სასწავლებლებში. იასონ მუჯირის სახლი ზუგდიდში გახდა რევოლუციური მოძრაობის ცენტრიც. ერთი ოთახი საგანგებოდ გამოყოფილი ჰქონდა რევკომს, რომლის თავმჯდომარეც იყო ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, იასონის მეგობარი, ლეო ქიაჩელი. ზუგდიდის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშიინახება რევკომის ბეჭედი წარწერით „ზუგდიდის მაზრის რევკომი - მუჯირის სახლი“. სწორედ ამ სახლის აივანიდან აცნობა ზუგდიდის მოსახლეობას რევკომის თავმჯდომარე ლეო ჩიაქელმა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვება.
     აქ თავს იყრიდნენ მოწინავე ადამიანები, ზუგდიდში ჩამოსული სტუმრები თითქმის ყოველთვის იასონ მუჯირის სახლში ბინავდებოდნენ. საპატიო სტუმართა შორის იყვნენ: აკა- კი წერეთელი, შალვა დადიანი, ლადო მესხიშვილი და სხვები. ლადო მესხიშვილის პატივსაცემად დაარქვეს იასონ მუჯირის უფროს ვაჟს ლადო, მესხიშვილი იყო მისი ნათლია. იასონი სრულიად ახალგაზრდა იყო, როდესაც საქართველოში ერთ-ერთმა პირველმა მიიღო დამსახურებული ექიმის საპატიო წოდება. 1928 წელს 51 წლის ასაკში გარდაიცვალა იასონ მუჯირი. 1928 წლის გაზეთკომუნისტის“ 2 მარტის ნომერში გამოქვეყნებულია უაღრესად თბილი წერილი სათაურითუანგარო მუშაკის ხსოვნას“, სადაც ლაპარაკია მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, მის დამსახურებაზე.
    როგორც ზევით ვთქვით, ვიდრე იასონი იურიევში წავიდოდა, მანამდე დაქორწინდა ნინუცა თოლორაიაზე, ეყოლა ოთხი შვილი: ვარო, შემდეგში პოლიტექნიკური ინსტიტუტის რუსული ენისა და ლიტერატურის კათედრის უფროსი მასწავლებელი, ლადო (კუკური) კინორეჟისორი, ნიკოლოზი (კოლია) - გამოჩენილი ექიმი, გულ-მკერდის ქირურგი; თინა - აგრეთვე ექიმი-პედიატრი. იასონი კმაყოფილი იყო შვილების მიერ არჩეული გზით, მხოლოდ კუკურის (ლადოს) ბედი აღელვებდა.
    ლადო (კუკური) მუჯირი დაიბადა 1907 წელს ზუგდიდში. თავიდანვე მოუსვენარი ბუნებით გამოირჩეოდა. ის და მისი ძმა ნიკოლოზი ფათერაკების მაძიებელნი იყვნენ. ლადომ სწავლა ზუგდიდში დაიწყო, 1923 წელს დაამთავრა ზუგდიდის ჰუმანიტარული ტექნიკუმი, იმავე წელს ჩამოიყვანეს თბილისში, სადაც სწავლა განაგრძო მეოთხე შრომის სკოლის ათწლედში და რომლის სრული კურსი მეორე წელს დაამთავრა. 1925 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკურ ფაკულტეტზე. ეს დარგი უფრო იმიტომ ამოირჩია, რომ მამის დიდი სურვილი განეხორციელებინა. მაგრამ როგორც კი სტუდენტი გახდა და შედარებით დამოუკიდებელ ცხოვრებას შეუდგა, მისი მზერა კინომ მოიტაცა. მუნჯი კინო უფრო და უფრო იპყრობდა ათასობით ადამიანთა გულს, სამამულო კინოფილმების გვერდით ბევრი უცხოური კინოფილმიც გადიოდა. ახალგაზრდებს გაუჩნდნენ სათაყვანო კერპები: ჩარლი ჩაპლინი, დუგლას ფერბეკსკი, მერი პიკფორდი და სხვებიმაგრამ ლადოს ყველაზე ძლიერ ლია დე პუწი იტაცებდა. იმდენად, რომ ეძებდა და აგროვებდა მის სურათებს, წერილებს, ღია ბარათებს. ერთხელ გადაწყვიტა წერილი მიე-წერა და გერმანულ ენაზე დაწერილი ბარათი (გერმანულ ენას ლადო და მისი ძმა კერძოდ ეუფლებოდნენ). დადიოდა სახკინმრეწვში, ეცნობოდა წარმოების სპეციფიკას, კინოს გადაღების ტექნოლოგიას, იქ მოღვაწე ადამიანებს. მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კინოში მუშაობისათვის უთუოდ საჭირო იყო ხელოვნების რომელიმე დარგის დაუფლება და რადგანაც ხატვა ეხერხებოდა, 1928 წელს უნივერსიტეტის პარალელურად სწავლა დაიწყო სამხატვრო აკადემიაში. აქ ის პროფესორ-მასწავლებელთა შორის იყო ლადო გუდიაშვილიც, რომელსაც შემდეგში დაუახლოვდა და მეგობრობდა. კადემიაში სწავლა ისე დაიწყო, რომ ზუგდიდში, ოჯახისთვის არ შეუტყობინებია. ექიმ იასონ მუჯირს კი უხაროდა, რომ მისი შვილი ეკონომიკურ დარგს სერიოზულად ეუფლებოდა, რამშვენივრად გამოიხატება შვილისადმი მიწერილ ბარათში:
                   შვილო კუკური!
    შენი წერილი მივიღე. გავეცანი მდგომარეობას, ყოველივე მხრივ ავწონ-დავწონე შენი მოსაზრება და მივედი შემდეგ დასკვნამდე.
    კუკური! დღეს მატერიალიზმის ხანაა, ახალი ცხოვრების მშენებლობის. ვის შეუძლია ახალი ცხოვრების მოციქულად გახდეს, ახალი ცხოვრების მიმართულებით წარმართოს მოსახლეობა და მშრომელი მასა? – შეუძლია იმ ადამიანს მხოლოდ, რომელსაც ცხოვრების ყოველი მხარე მეცნიერულად შესწავლილი აქვს და განსაკუთრებით კაცობრიობის ეკონომიკას თვალს უწვდენს, მის შინაარსს იხილავს, მის მიზეზებს, მის შედეგებს და სხვა.
    კაცობრიობის ეკონომიური ცხოვრების შესწავლა მთავარია, ის ფუძეა სხვა ყოველგვარი ცოდნისა. ცხოვრების სხვა მხარეები ზედნაშენია ეკონომიურ საძირკველზე.
    აი შენ, ჩემო კუკური, ეკონომიური ფაკულტეტის, ეკონომიური დარგის სტუდენტი ხარ. ეს დიდი ღირსებაა შენთვის, ამაზე მეტი ღირსება არ შეიძლება ამ დარგის წყალობით. თუ გამოიჩენ ენერგიას, უნარიანობას, შენ შეძლებ კაცობრიობის ეკონომიკა გაიცნო, შენ შეძლებ გამონახო მამოძრავებელი ძარღვი. მარქსი, ენგელსი, კაუცკი, ლასალი და სხვა ეკონომისტები თვალწინ გადაგიშლიან მთელი ეკონომიური ცხოვრების სურათს და მის ძალას, თუ მას შეისწავლი თეორიულად და პრაქტიკულად რეფერატების დაწერით, მსჯელობით, მათით  . . მთელი გონებრივი ლაბორატორიის ამოძრავებით. კოოპერატიული სახეების შესწავლა, სტატისტიკური მასალებიგაცნობა და გამოყენება გააღრმავებს შენს ეკონომიურ ცოდნას და ასეთი ცოდნით საკმაოდ თუ შეიარაღდები, დარწმუნებული ვარ, ჩვენს ახალ ცხოვრებაში იქნები მეტად საპატიო, თვალსაჩინო მუშაკი...“
    თუმცა ძალიან ცდილობდა იასონ მუჯირი შვილის დარწმუნებას, რომ მთელი ყურადღება ეკონომისტობისაკენ მიემართა, მაგრამ ლადოს სულ უფრო და უფრო იტაცებდა კინო, რადგანაც თავისი გატაცების დამალვა აღარ შეეძლო, ამის შესახებ  მშობლებს მისწერა, მამამ კი უპასუხა:
    ...„მწერ კინოს შესახებ. შენი აზრით მთელი დღე კინოს უნდა მოანდომო, უნივერსიტეტი კი საღამოობით. ამით ეკონომიური ფაკულტეტი არ შეისწავლება. ხელოვნება კარგი, მაგრამ როგორც დამატებითი ცოდნა, როგორც ამ საქმის მოყ- ვარულობა. შენი საქმის ფუძედ ხელოვნება არ უნდა გაიხადო, ეს იქნება გაცრუება შენი მშობლების და  ნათესავების იმედის. ღრმად ვარ დარწმუნებული ეკონომიურ ფაკულტეტს შენ ცოდნით დაამთავრებ და ამით მხოლოდ გვასახელებ. ცხოვრების ნუ გეშინია. მცოდნე კაცს მუდამ ექნება სამუშაო ასპარეზი...
    უფრო ღრმა იყო ხელოვნებისადმი ლტოლვა, ვიდრე ეს მშობლებს და ახლობლებს ეგონათ. ეს ჯერ კიდევ მაშინ შეიმჩნეოდა, როდესაც ზუგდიდელ მოსწავლეებთან ერთად წარმოდგენებს მართავდა. მთელი არსებით იტაცებდა სცენა და ერთხელ სპექტაკლის დროს, ისე შევიდა როლში, რომ მეგობარს კინაღამ ყური ჩამოათალაალბათ, ამიტომ თქვა შემდეგ უარი მსახიობობაზე.
    მამის გარდაცვალების შემდეგ, ფიქრისა და მერყეობის დაძლევით, ერთ მშვენიერ დღეს, 1929 წლის დასაწყისში, სახკინმრეწვის კარის ზღურბლს გადააბიჯა და დირექციაში სამსახური ითხოვა.
    კინოს ილუზიები. 1928 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საზოგადოების აღმასრულებელ ბიუროს შუამდგომლობით მიუმართავს თბილისის ხელოვნების მუშაკთა საშუამავლო ბიუროსათვის, ხოლო ამ ბიუროს კი თავის მხრივ, უშუამდგომლია სახკინმრეწვის დირექციის წინაშე, რომ მათ ლადო მუჯირი პრაქტიკანტად დაეშვათ.
    კინოსტუდიის ხელმძღვანელობა ამ რეკომენდაციას ხალისით არ შეხვედრია, მაგრამ არც უარი განუცხადებია, რადგანაც ლადო მუჯირი კომკავშირის წევრი იყო და მოწინავე სტუდენტად ითვლებოდა. თავიდან დელიკატურად მოშორების მიზნით მიუთითებიათ ერთ პატარა ქოხზე, სადაც რუსეთიდან ჩამოსული რეჟისორი თავის მეუღლესთან ერთად მუშაობდა, აკეთებდნენ მხატვრული ფილმების წარწერებს, მულტიპლიკაციურ კადრებს და როგორც იმდროინდელი თანამშრომლები ყვებიან, მთელი დღის განმავლობაში, სტუმრებს ყავითა და ჩაით უმასპინძლდებოდნენ. ახალგაზრდა სტუდენტიც თბილად მიიღეს და გულითადად გაუშალეს ყავისა და ჩაის სუფრა და მეტი არაფერი. მაგრამ ლადომ, როცა ირწმუნა, რომ იქ არავითარი სისტემატური მუშაობა არ ტარდებოდა და არც არავინ არაფერს არ ასწავლიდა, გადაწყვიტა დამოუკიდებელი მუშაობა მულტიპლიკაციაზე; მან უკვე იცოდა, რომ მოსკოვში ოციან წლებში ჩაეყარა საფუძველი ნახატ და თოჯინურ ფილმებს.  პირველი დიდი მულტიპლიკაციური ფილმი 1925 წელს გადაიღეს, ეს იყო „ჩინეთი ცეცხლში“. ეს ფილმი დიდი ღირსებებით არ გამოირჩეოდა, საყურადღებო იყო თვით მისი შექმნის ფაქტი. ამ ფილმის გადაღებაში მონაწილეობდნენ საბჭოთა ნახატი ფილმების თვალსაჩინო ოსტატები: ნ. ხადატაევი, ი. მერკულოვი, ვ. და ზ. ბლუმბერგები, ი. ივანოვ-ვანო, ზ. კომისარენკო და სხვები. ამერიკასა და ევროპაში მულტიპლიკაცია უფრო თამამად გავრცელდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც უოლტ დისნეიმ გადაიღო თავისი პირველი ხმოვანი მულტიპლიკაციური ფილმი „მკვდართა თამაში“, მულტიპლიკაციის პოპულარობა ერთიათად გაიზარდა.
    თბილისის ეკრანებზეც გადიოდა მულტფილმები და მათ ხალისით იღებდა ყველა, განსაკუთრებით პატარები. მულტფილმის წარმოებას დღეს თუ ხვალ უკრაინაშიც ჩაეყრებოდა საფუძველი. ჯერჯერობით კი, ინფორმაციისა და გამოცდილების ერთადერთი წყარო „მოსფილმთან“ არსებული მულტიპლიკაციური საამქრო იყო. სწორედ ამ უცნობ და ახალ დარგში გადაწყვიტა მუშაობა. 1929 წელს მულტიპლიკატორად დაინიშნა. გამონახა ერთი პატარა ოთახი, ერთი ძველი დანჯღრეული გადასაღები კინოაპარატი შეაკეთა, მაგიდაზე დაამონტაჟა და მულტგადაღების დაზგად აქცია. ასე დაიწყო გოლგოთას მთაზე ასვლა ახალგაზრდა რეჟისორმა. ცნობილი კინორეჟისორი დავით რონდელი უკვე ხანდაზმულობისას ამბობდა: „არ მიყვარს მულტიპლიკაცია, მხოლოდ იმიტომ, რომ თვალნათლივ ვხედავდი ლადო მუჯირის წვალებას და ტიტანურ შრომას“.
    უპირველეს ყოვლისა, საჭირო იყო მულტიპლიკაციის არსის, შეიძლება ითქვას, საიდუმლოს ჩაწვდომა. დიდხანს ჩაჰკირკიტებდა სხვადასხვა მხატვრული ფილმის ფირს, აკვირდებოდა მსახიობთა მოძრაობას და გაარკვია, რას წარმოადგენს ეკრანზე ადამიანის მოძრაობის ტექნიკა. ნახატსაც ამდაგვარად უნდა ემოძრავა. ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის თემა ასეთი იყო: მუშა ნიჩბით აგდებს ბურჟუას სანაგვეში.
დახატა ამ თემის ამსახველი სურათები თანდათანობითი მოძრაობით  და გადაიღო, გადაღებული ფირის დამუშავების შემდეგ მოაწყო  პირველი საცდელი ფილმის გასინჯვა. მაგრამ მოხდა კვირველება! ეკრანზე გამოჩნდა მოძრაობა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ბურჟუა სანაგვეში ჩაეგდო, მუშამ იგი სანაგვიდან ამოიყვანა. პოლიტიკური სცენა აპოლიტიკურად იქცა; წარმოიდგინეთ სრულიად ახალგაზრდა, გამოუცდელი რეჟისორი რა დღეში ჩავარდებოდა. მაგრამ მთავარი მაინც მიღწეული იყო -ნახატები ამოძრავდა. ამის შემდეგ სახკინმრეწვის ხელმძღვანელებმა უკვე სერიოზული დავალებები მისცეს. ყველა პრობლემამ ერთად წამოჰყო თავი. საჭირო იყო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა: შენობა, აპარატურა, კვალიფიციური კადრები — მხატვრები, კინოოპერატორები, მასალა-ხელსაწყოები, ცელულოიდი, სპეციალური საღებავები და სხვ.
    თავდაპირველად დაიწყო მოძრავი დიაგრამების, აგიტაციციური მულტპლაკატების, ტექნიკური ხასიათის მულტიპლიკაციური ფილმების გადაღება. 1929-30 წლებში უკვე მას რამდენიმე ასეთი სურათი ჰქონდა გადაღებული და მხოლოდ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი უკვე მოეწვიათ, დაენიშნათ რეჟისორ-მულტიპლიკატორად.  1930 წლის 15 სექტემბერს გაფორმდა ლადო მუჯირის ახალი დანიშვნა, ახლა უკვე რეჟისორ-მულტიპლიკატორად. ხელშეკრულებას, ერთი მხრივ, კინომრეწველობის სახელმწიფო სააქციონერო საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ა. თითბერიძე და სახკინმრეწვის დირექტორი ე. ხაჩიძე, ხოლო მეორე მხრივ ვლადიმერ მუჯირი აწერდნენ ხელს. დაენიშნა ხელფასი — თვეში 125 მანეთის ოდენობით. ეს უკვე მისი, როგორც მულტფილმების სპეციალისტის აღიარება იყო. ამავე წელს გადაიღო ლადო მუჯირმა „შორს აკვანი“ და „გაზაფხული“ - ორი მოკლემეტრაჟიანი მულტფილმი. თუმცა ეს სურათები მხატვრულ ფილმებად არ ითვლება, მაგრამ მათი შექმნით იწყება ქართული მულტფილმის ისტორია, აქ დაედო მას სათავე, ჩაეყარა საფუძველი. ამიტომ ქართული მულტიპლიკაციის დაბადების დრო 1930 წელი გახლავთ.
    ცნობილი კინოდრამატურგი, ვლადიმერ კარსანიძე წერდა: „...მოსკოვის „სოიუზმულტფილმის“ შემდეგ ყველა მოძმე რესპუბლიკის კინოსტუდიებს შორის ნახატი ფილმის საამქრო მხოლოდ თბილისის კინოსტუდიასთან არსებობს. რუსეთის კინომუშაკების  შემდეგ მხოლოდ ქართველი კინომუშაკები უშვებენ ნახატ ფილმებს და უნდა ითქვას, რომ ფრიად თვალსაჩინო საჩინო და აღსანიშნავი წარმატებით.
    ამ მეტად დიდმნიშვნელოვანი საქმის წამომწყები და საფუძველჩამყრელი საბჭოთა ქართულ კინემატოგრაფიაში არის ვლადიმერ მუჯირი,   ქართული აქტიური კინოხელოვნების მუშაკი, ნიჭიერი მხატვარი-რეჟისორი, საქმისათვის თავდადებული ადამიანი და შესანიშნავი ორგანიზატორი.
    ქართული ნახატი ფილმების ორგანიზაციაში, ტექნიკური  მოწყობილობით მის აღჭურვაში, კადრების მომზადება-დაწინაურებაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ამხ. ვლადიმერ მუჯირს, რომელიც თითქმის 25 წელია, რაც ამ საქმეს ემსახურება.
    1930 წლიდან, როცა პირველი ქართული, სააგიტაციო ხასიათის ნახატი ფილმი „შორს აკვანი“ (ავტორი - რეჟისორი ვლადიმერ მუჯირი) დაიდგა, იწყება ქართული ნახატი ფილმის ისტორია...“
    1931 წელს ლადო მუჯირს მთავარ ამოცანად მულტიპლიკაციის წარმოებისათვის საჭირო თანამედროვე ტექნიკური საშუალებების გაცნობა და დანერგვა მიაჩნდა. ამის განსახორციელებლად ლენინგრადში გაემგზავრა. იქ შეეძლო ხმოვანი კინოს საინჟინრო ინსტიტუტში ჩაჯდომა და იქ არსებული ტექნიკური საშუალებების შესწავლა. რადგანაც თავიდან. სახკინმრეწვის დირექცია ამ აზრს მოწონებით არ შეხვდა, ლადო მუჯირმა დახმარებისათვის ზუგდიდის რაიონის აღმასკომს მიმართა. აღმასკომმა 12 აგვისტოს თარიღით სახკინმრეწვს თხოვნა გამოუგზავნა ლადოს ლენინგრადში მივლინების შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ, 17 აგვისტოს სახელმწიფო კინომრეწველობის ტრესტის გამგეობის სხდომამ გამოიტანა დადგენილება მისი ლენინგრადის კინოინსტიტუტში სასწავლებლად მივლინების თაობაზე.
    1932 წელს გადაღებულ იქნა მულტიპლიკაციური ფილმი „მეოთხე გადამწყვეტი წელი“. იგი ისევ ტექნიკურ-სააგიტაციო ხასიათს ატარებდა. ლადო მუჯირის გონებას არ სცილდებოდა მხატვრული ფილმის შექმნის ოცნება. მოამზადა სცენარი და იმავე წელს დაიწყო მხატვრული ფილმის „ჩქარი სვლით“ გადაღება. გადაიღო მეოთხედი, დაიხარჯა რამდენიმე ათეული ათასი მანეთი და უეცრად სახკინმრეწვის დირექციამ (ერთ-ერთი მოადგილის თავგამოდებული ინიციატივით) მოხსნა ფილმი წარმოებიდან. სამსახურიდან დაითხოვეს მულტსტუდიის მხატვრები და სხვა მუშაკები, რომლებიც დიდი შრომითა და წვალებით იყვნენ შეგროვილნი. ახალგაზრდა რეჟისორმა ფარ-ხმალი არ დაყარა. ახალი მხატვრული მულტფილმის წამოწყებაზე ბევრს საუბრობდნენ მეგობრები ორდე დგეუაძე (შემდგომში ცნობილი მწერალი), ძაგული მაღლაკელიძე (შემდგომში ექიმი), ლადო გუგუშვილი (ლადოს დის მეუღლე, ლიტერატორი და უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგი). ფიქრობდნენ ორიგინალური ფორმის მონახვაზე. ლადო მუჯირის იდეა იყო შეექმნა ისეთი მხატვრული ფილმი, რომელიც ნატურისა და მულტიპლიკაციის შერწყმა, კომბინირება იქნებოდა. ე.ი. გამოეყვანა ფილმში მსახიობები და გამოეყენებინა მულტიპლიკაციაც. მაგრამ კვლავ საჭირო იყო კვალიფიკაციის ამაღლება, რაც მთავარია, ახლად შემოსული ხმოვანი კინოს წარმოების შესწავლა. ამ მიზნით 1933 წელს, თებერვლის მიწურულში ორი თვით მივლინებული იქნა მოსკოვს, ლენინგრადსა და კიევში. გამგზავრების წინ ოჯახმა ახალი სიხარული იზეიმა, ვაჟის (ამ სტრიქონების ავტორის) შეძენა. „მოსფილმში“ მან წაიღო თბილისის კინოფაბრიკის სარეკომენდაციო წერილი, სადაც საკავშირო კინოფაბრიკის  დირექციას თხოვდნენ დაეშვათ ლადო პრაქტიკის მისაღებად სამულტიპლიკაციო საამქროში.
    რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ ლადო მუჯირი იღებს ექვსნაწილიან ტექნიკურ-მულტიპლიკაციურ ფილმს „რადიომაუწყებლობა“, რომელიც, როგორც ჩანს, უფრო სამხედრო საჭიროებისათვის გამიზნული და ნახევარსაიდუმლოც იყო, ფილმის დადგმისათვის დამკვეთი უწყების ხელმძღვანელობამ ლადო მუჯირი რადიომიმღებ „ტ-6“-ით დააჯილდოვა, რაც იმდროისათვის დიდ საჩუქარს წარმოადგენდა; რადიომიმღების წარმოება ის-ის იყო ფეხს იდგამდა და ქალაქში რამდენიმე ოჯახს თუ ჰქონდა იგი. კალინის ქუჩაზე (№ 54-ში), სადაც ლადოს ოჯახი ცხოვრობდა, საღამოობით ბევრი სტუმარი იყრიდა თავს, რომ ახალი საოცრება ეხილათ. მათ გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა რადიომიმღებს უსმენდნენ, რომელიც უმავთულოდ, მყარი კავშირის გარეშე, მუშაობდა და დედამიწის სხვადასხვა ქალაქიდან იღებდა გადაცემებს.
    როგორც საკავშირო, ისე რესპუბლიკის სახელმწიფო და პარტიული ორგანოები უფრო და უფრო მეტ დაინტერესებას იჩენდნენ კინოსადმი, მისი უკიდეგანო შესაძლებლობებისადმი. ამის დასადასტურებლად შეიძლება გავიხსენოთ ის დოკუმენტები, რომლებსაც რევოლუციის შემდგომ პერიოდში ქმნიდნენ ხელმძღვანელი უწყებები. 1933 წლის 11 დეკემბერს გაზეთ „კინო-მუშაკის“ ფურცლებზე გამოქვეყნდა საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის სამდივნოს დადგენილება საქართველოს სახკინმრეწვის მუშაობის თაობაზე. ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი კონკრეტულად ეხებოდა, როგორც შემოქმედებით, ისე ტექნიკურ-საორგანიზაციო მუშაობის გაუმჯობესების საკითხებს.
    ლადო მუჯირი, როგორც კომკავშირელი, აქტიურ მონაწილეობას იღებდა სახკინმრეწვის მუშაობის ყველა უბანზე; იყო სხვადასხვა კომისიების წევრი, წერდა და აქვეყნებდა ლექსებს, წერილებს, გამოდიოდა კრებებზე სიტყვებით და სხვ. ერთი ასეთი წერილია სათაურით „დავეხმაროთ საშეფო სოფელს“. წერილი გამოქვეყნდა გაზეთში. აქ ლაპარაკია იმის შესახებ, რომ თელავის რაიონის სოფელ ჯოყოლოში, რომელიც სახკინმრეწვმა საშეფოდ გაიხადა, 300-მდე ბავშვი ირიცხებოდა, სათემო საბჭო აერთიანებდა 22 სოფელს და საჭირო იყო მათთვის    აღმოჩენა. ლადო ხშირად მიემგზავრებოდა ამ სოფელში, მიჰყავდა ხელოვნების მუშაკები შეხვედრების მოწყობის მიზნით, მიჰქონდათ კინოაპარატი და უჩვენებდნენ ფილმებს. ცდილობდნენ სხვა სახის დახმარებაც აღმოეჩინათ, პირველ ყოვლისა, გადაწყვიტეს სტაციონარული კინოდანადგარის მოწმოწყობა. ნოემბრის დღესასწაულის წინა დღეებში ლადო მუჯირს აქტიური მუშაობისათვის მიანიჭეს „დამკვრელის“ საპატიო წოდება და გადასცეს სიგელი.
    1933 წლის დასაწყისში ლადო მუჯირი გამოჩენილ მწერალ ლეო ქიაჩელთან ერთად მუშაობდა კინოსცენარზე, რომელსაც ეწოდა „მზისკენ“. სწორედ ამ სცენარით უნდოდა ადრეული ჩანაფიქრის განხორციელება და შერეული ფილმის შექმნა, ნატურისა და მულტიპლიკაციის მეშვეობით. სამნაწილიან სურათში ორი ნაწილი ნატურაში  უნდა ყოფილიყო გადაღებული, ხოლო ერთი ნაწილი — მულტიპლიკაციით. სცენარის ძირითადი შინაარსი ასეთია: მოქმედება ხდება პიონერთა ბანაკში, ზღვაზე. მიტო, ოთარი და უცხოელი ბიჭი, ჯიმი ათას ფათერაკს გადაიტანენ, გაჭირვებაში გამოცდიან ერთმანეთს. ხაზგასმულია ბავშვების მეგობრობის, მათი ინტერნაციონალური აღზრდის მნიშვნელობა, ცხოველებთან კეთილშობილური დამოკიდებულების აუცილებლობა. ახლაც, თუ წაიკითხავთ სცენარს, უთუოდ დაასკვნით, რომ მას შემეცნებითი და აღმზრდელობითი მნიშვნელობა აქვს, მოქმედება საინტერესოდ იშლება და თავისი აქტუალობითა და მიმზიდველობით დღესაც არ კარგავს მნიშვნელობას.
    სცენარი მოიწონეს თბილისში, მოსკოვშიც დაამტკიცეს. საქართველოს კომისართა საბჭოს ფოტოკინომრეწველობის სამმართველომ მიიღო იგი და წინადადება მისცა ლადო მუჯირს დაეწყო გადაღებაზე მუშაობა. რეჟისორმა ისევ მოაგროვა შემოქმედებითი და ტექნიკური კოლექტივი, შეიძინა მასალები, შეძლებისდაგვარად აღიჭურვა მოწყობილობით და ბოლოს მთელი მონდომებით, ენთუზიაზმით, სიხარულით შეუდგნენ მეტად ორიგინალური ფილმის გადაღებას. 1934 წლის დასაწყისში ფილმის მესამედი გადაღებული იყო, დაიხარჯა 90.000 მანეთზე მეტი და უეცრად განმეორდა იგივე, რაც წინა ფილმის გადაღებისას. სახკინმრეწვის ახალ დირექტორს, მისმა მოადგილემ და სასცენარო განყოფილების გამგემ მოთხოვეს ფილმის წარმოებიდან მოხსნა სცენარის უვარგისობის საბაბით, მან დაუჯერა ასეთ გავლენიან პირებს, არ ჩაუკვირდა ვითარებას და ფილმი წარმოებიდან ამოიღეს. მაგრამ ამ საქციელმა უკვე მთელ სტუდიაში და საზოგადოდ კინოწარმოებასთან ახლოს მყოფი ადამიანების უკმაყოფილება გამოიწვია. 1934 წლის 1 მაისს გაზეთ „კინო-მუშაკში“ გამოქვეყნდა წერილი „უპასუხისმგებლობა, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღიკვეთოს“. ამ წერილში ლაპარაკი იყო იმ მავნე გამოვლინებებზე, ტენდენციურობაზე, მიკერძოებაზე, სხვა მწერლების ნაწარმოებების უგულვებელყოფაზე, რაც სასცენარო განყოფილებას ახასიათებდა. სწორედ ამ ტენდენციების მსხვერპლი  გახდა ფილმი „მზისკენ“. დაითხოვეს მულტსტუდიის თანამშრომლები და ფაქტიურად მოსპეს ეს დარგი.
    რა თქმა უნდა, ეს უკვე იმდენად მძიმე დარტყმა იყო, თანაც. ზედიზედ მეორე, რომ შესაძლებელი იყო სულაც მიეტოვებინა ლადო მუჯირს საყვარელი საქმე, მაგრამ მეგობრები არ ასვენებდნენ და იმედს აძლევდნენ, რომ ბოლოს და ბოლოს გაიმარჯვებდა. ცნობილი კინორეჟისორი შალვა გედევანიშვილი თავის მოგონებებში წერდა (ალმანახი „კინო“, 1984 წ. №3): „ლადო სულ მომღიმარი მახსოვს, უჩვეულო ენერგიის პატრონი; დიდი ორგანიზატორული ნიჭის გარდა მას მომადლებული ჰქონდა რეჟისორის, პედაგოგის ტალანტი, ლადომ 30-იან წლებში არაერთი შემოქმედებითი მუშაკი აღუზარდა ქართულ მულტიპლიკაციას.
    30-იან წლებში ძნელი იყო კინემატოგრაფიის ამ ახალი და რთული ჟანრის — მულტიპლიკაციის შექმნა და განვითარება. იმხანად საბჭოთა კავშირში მხოლოდ სამი მულტიპლიკაციური წარმოება არსებობდა — მოსკოვში, უკრაინასა და ჩვენში. საქართველოში მულტიპლიკაციის შექმნა, უდავოდ, ლადოს დამსახურებაა, მან ჩაუყარა საფუძველი ამ საოცარ ხელოვნებას.
    ქართველი ერი ისტორიულად კულტურული ერია და მსოფლიოს სახვით ხელოვნებაში მუდამ ერთ-ერთი პირველი ადგილი ეჭირა. მულტიპლიკაციური წარმოება რამდენადმე სახვითი ხელოვნების კერაცაა, სადაც დღესაც თავდადებით მოღვაწეობენ ამ საქმის ჩინებული ოსტატები.
    ლადოს ერთი შესანიშნავი თვისება ჰქონდა – მუდამ ცდილობდა მხატვრები, მწერლები და სხვა შემოქმედნი იმ ცეცხლით აენთო, ის საქმე შეეყვარებინა, რაც თავად წამოიწყო, რითაც თავად იწვოდა“...
    ალბათ, ამ თვისებების წყალობით ისევ შემოიკრიბა ლადომ ენთუზიასტების ჯგუფი და ახლა უკვე მესამედ წამოიწყო მხატვრული მულტფილმის გადაღებისათვის  მზადება. ამჯერად, ბრძოლა დასჭირდა დასჭირდა იმისთვის, რომ დაემტკიცებინა ახალი სცენარი  „არგონავტები“ და მიეღო მისი დადგმის უფლება.

„კინო“. 1988. 1 (26). გვ.53-69