ნინო მხეიძე

დიდი მწვანე ველი 

 

         მერაბ კოკოჩაშვილი 60-ან წლებში მოვიდა ქართულ კინემატოგრაფში. შამოციანელებს მკვეთრად ჩამოყალიბებული მოქალაქეობრივი პოზოცია ჰქონდათ. საბჭოური ცენზურის პირობებში ისინი მაინც ახერხებდნენ თავსმოხვეული იდეალების საპირისპირო რეალობის შექმნას ეკრანზე. მერაბ კოკოჩაშვილის ფილმს “დიდი მწვანე ველი” განსაკუთრებული ადგილი უჭირავს არა მარტო სამოციანელთა თაობის ფილმებში, არამედ საერთოდ ქართულ კინემატოგრაფში. მაშინ, 1967 წელს  ფილმის გარშემო ბევრს კამათობდნენ, ეკრანიდან მოთხრობილი ამბავი საბჭოთა ცენზურის ჩარჩოებში ვერ ჯდებოდა. “დიდი მწვანე ველი” ძლივს გამოუშვეს ეკრანებზე, პრემიერის შემდეგ კი წერდნენ “მაყურებელი ტოვებს დარბაზს”. თითქმის 40 წელი გავიდა ფილმის ეკრანზე გამოსვლიდან და დღეს უკვე ნათელია, რომ “დიდი მწვანე ველი” საეტაპო ფილმის ქართული კინოს ისტორიაში. Mმერაბ კოკოჩაშვილის ფილმი, იმ გამონაკლის ნაწარმოებთა რიცხვშია, რომლებმაც დროის გამოცდას გაუძლეს, არ დაძველდნენ.  ფილმში დასმული პრობლემები დღესაც აქტუალურია.  Mმერაბ კოკოჩაშვილის “დიდი მწვანე ველი”  - თვალსჭრის მაყურებელს შავ-თეთრი გამოსახულების ფერადოვნებით. Oოპერატორი გიორგი გერსამია  მსახიობების დოდო აბაშიძის, ლია კაპანაძის, მზია მაღლაკელიძის დაუვიწყარ პორტრეტებს ქმნის, ბუნებს საოცარ პეიზაჟებს გვიხატავს ეკრანზე. სცენარის ავტორი მერაბ ელიოზიშვილი და რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი, მარადიულ პრობლემებზე გვესაუბრებიან, არ წვრილმანდებიან, კონკრეტული ჩარჩოებს არღვევენ  და მაყურებელს ფიქრის, განსჯის საშუალებას უტოვებენ. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ არ განელებული ფილმის მიმართ მაყურებლებისა და სპეციალისტების ინტერესი. Fფილმის მთავარი გმირი სოსანა მნიშვნელოვანი მონაპოვარი იყო არა მარტო იმ წლებისათვის. რეჟისორმა და მსახიობმა დოდო აბაშიძემ შექმნეს დაუვიწყარი სახე ქართველი კაცის, რომელივც გაჟღენთილია მიწის, კუთხის, სამშობლოს სიყვარულით. Dოდო აბაშიძის გმირს ყველაფერი წრფელი, ბავშვური გულით უყვარს. Mისი საყვარული მთასავით დიდი და მიუწვდომელია. იგი თავისი რწმენის, მსოფლმხედველობის ერთგულია. მისთვის არ არსებობს სხვა სიმართლე, სხვა სამყარო, სოსანა სანამ მყარად დგას მიწაზე  და გრძნობს ამ მიწის სიდიადეს არაფრის ეშინია. Bბუნება აძლევს მას ძალას, გამბედაობას.  მისი სამყარო -  მისი მხარეა. Mმას ცოტა რამ ყოფნის იმისთვის, რომ თავი სრულყოფილ ადამიანად იგრძნოს. ის მუდამ მიწას, ზეცას უსმენს, იქ პოულობს სასიცოცხლო ენერგიას, ამიტომაც არ შეუძლია უღალატოს თავის პრინციპებს. Fფილმის ერთ-ერთი გმირი გიორგი საყვედურობს კიდეც – საქმისთვის შეწირულები ხართ მთელი თქვენი გვარიო. ტოვებს სოსანას, მაგრამ ფილმის ბოლოს ბრუნდება, რადგანაც მასაც, სოსანასავით, სიზმარში გალობას ხმა არ ასვენებს.  სოსანას მამა ხარმა შეიწირა, საფლავში, წესისამებე, ხარის რქები ჩაატანეს, ამ წესების ერთგულია სოსანაც. Mმას რაც უყვარს, რაც ყველაზე კარგად იცის, ის უნდა რომ აკეთოს.  მისთვის ხბო გალობა – მართლაც გალობს, მისთვის ოჯახიც და მეგობარიც გალობაა. ამიტომაც არ გამოსდის ცოლთან ნორმალური ურთიერთობა. Aაკი ეუბნება კიდეც ცოლი “შენი მოსვლა მიკვირდა ყოველთვის – წასვლა არ მიკვირს”. სოფიო მკითხავივით (მს. Mმზია მაღლაკელიძე) თავისუფალი უნდა იყოს პირიმზეს (მს. Lლია კაპანაძე). დაღალა მუდმივად სოსანას მოლოდინში ყოფნამ. ღალატობს იმ იმედით, რომ ერთხელაც სოსანა თვითონ გააგდებს და ამით წასვლას გაუადვილებს. “დაიწვას, დაინგრეს, ჭირსაც წაუღია ყველაფერი” – ლოცულობს პირიმზე. სოსანა კი ყველაფერს პატიობს, თუმცა გაურკვეველია პატიობს იმიტომ რომ უყვარს, თუ იმიტომ რომ მისთვის სულერთია. Mმთავარია თავისი ცხოველური ჟინი დაიკმაყოფილოს.  სიყვარულიც ბუნების წიაღში ურჩევნია, ბუნება არის მისი სტიქია. სოსანა ცოლს პატიობს, ნადირს პატიობს, მას კი შეცდომას არავინ აპატიებს. სოფიო მკითხავსაც ჟინმორეული დაეძგერება, მერე კი ნანობს თავის საქციელს. სოსანა გვიან ხვდება, რომ მარტო პატიება, მოთმენა არაფერია, რაღაცა უნდა გასცე, სხვანაირად ადამიანებთან ურთიერთობა შეუძლებელია. 
        მერაბ კოკოჩაშვილის “დიდი მწვანე ველი” შეიძლება ერთადერთი  ფილმიცაა ქართულ კინემატოგრაფში, სადაც ვნებაზე, სიყვარულზე, ღალატზე, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებზე შეულამაზებლად არის ლაპარაკი. სოსანას გვერდით პირიმზეს საინტერესო სახე იკვეთება. ეშხიანი, ვნებიანი პირიმზე ძნელია გაამტყუნო, მას სითბო, სიყვარულიმ ყურადღება სჭირდება. უდაბნოში პირიმზე სოფელს ვერ ააშენებს. საყვედურეობს კიდეც სოსანას: “ღვთისშობელივით უდაბნოში ამომიყვანე, მე კი სულიწმინდობა ვერ შევძელი”. ნახირიდან გვიან ღამით დაბრუნებული სოსანა დაეძგერებოდა ქალს, ჟინს მოიკლავდა და ისევ ნახირში ბრუნდებოდა. სოსანას ნადირი დაეხოცა, თავისი ქცევით  ცოლსაც ნელ-ნელა კლავს. ღალატს შვილიც ვერ პატიობს და დედასთან ერთად გარბის. სოსანას ნახირიც მიატოვებს, მხოლოდ გიორგი ბრუნდება მასთან, რადგან მასაც არ შეუძლია ნახირის გარეშე ცხოვრება. საკუთარ სამყაროში ჩაკეტილ სოსანას მიწა გაექცა, საყრდენი დაეკარგა, ცხოვრებას თვალი ვერ გაუსწორა, გაქცეული ოჯახის მობრუნებას არ შეეცადა, თოვლში ნახირის საძებნელად წავიდა – სოსანამ არჩევანი გააკეთა.

  ყველა დროის 12 საუკეთესო ქართული ფილმი. პროექტის ავტორი დავით აბდალაძე. თბილისი. 2012 წელი