გენერალი და ზიზილები (1963)

რეჟისორი: მიხეილ ჭიაურელი

სიუჟეტი: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პოლონელი ყოფილი სამხედრო მფრინავი ვლადეკი შემთხვევით ემიგრაციაში აღმოჩნდება, აქ გაიცნობს თავის თანამემამულე ქალიშვილს, რომელსაც მასავით გაჭირვებით გააქვს თავი. ქალიშვილის გამოსახსნელად მისთვის საძულველი სამუშაოდან  ვლადეკი თანხმდება საიდუმლო სპეცოპერაციის შესასრულებლად თვითმფრინავის შტურვალს მიუჯდეს. როგორც აღმოჩნდება, ეს საიდუმლო მისია ატომური ომის გაჩაღების მიზნით დაგეგმილ პროვოკაციასთან არის დაკავშირებული. ის გადაწყვეტს ბომბი ზღვაში ჩამოაგდოს, მაგრამ ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი, ფუნკი, ნაცისტია.

სცენარის ავტორები:  ალექსანდრ ფილიმონოვი, ნიკოლაი შპანოვი, მისივე რომანის "ქარიშხალი""მიხ. მიხეილ ჭიაურელი

ოპერატორი: გიორგი ჭელიძე

მხატვარი: რევაზ მირზაშვილი

კომპოზიტორი: ალექსი მაჭავარიანი

ხმა: ოთარ გეგეჭკორი

მონტაჟი: ვასილ დოლენკო

როლები: ბრუნო ოია (ვლადეკი), ვერიკო ანჯაფარიძე (მარტა ფუნკი), სოფიკო ჭიაურელი (ზოსია), ანდრეი აბრიკოსოვი (მებაღე), ნიკოლაი ბოგოლიუბოვი (საბჭოთა გენერალი), ჰერბერტ ზომმერი (გენერალი ჰოიხლერი), ოთარ კობერიძე (შტურმანი), ალექსეი სმირნოვი (ვოლფგანგ ფუნკი), დიმიტრი ყიფიანი (ოფიცერი)

ხანგრძლივობა: 110'

ფერი: ფერადი

 

"ქართული ფილმი"