არდადეგებზე (1962)

რეჟისორი: მერაბ კოკოჩაშვილი

სიუჟეტი: საზაფხულო არდადეგების გასატარებლად რეზო და დარო მამას სოფელში ჩაყავს. და-ძმას სოფლის ბავშვებთან თამაში და გართობა უნდა, მაგრამ მამა შვილებს მკაცრ რეჟიმს უწესებს და აიძულებს მთელი დღე მეცადინეობაში გაატარონ. და-ძმაზე მეტად რეჟიმის დაცვა მამას უჭირს. ასე გრძელდება, სანამ ბავშვები არ აჯანყდებიან...

სცენარის ავტორი: რეზო ინანიშვილი

ოპერატორი: არჩილ ფილიპაშვილი

მხატვრები: ვასილ არაბიძე, ალექსანდრე ვერულეიშვილი

კომპოზიტორი: ირაკლი გეჯაძე

ხმა: ვასილ დოლიძე

როლები: გიორგი გეგეჭკორი (მამა), მარინე მანჯგალაძე (დარო), ნუკრი კაკოიშვილი (რეზო), ოთარ არღუთაშვილი (როსტია), მერაბ გეგეჭკორი (მოხუცი), ნინო ერისთავი (ბებია), ოთარ ზაუტაშვილი (ეპიზოდი)

ხანგრძლივობა: 68'

"ქართული ფილმი"