გიორგი (გოგი) გეგჭკორი

მსახიობი

         

დ.19.02.1923 -11.03.2003

1955 - საქართველოს დამსახურებული არტისტი; 

1966 - საქართველოს სახალხო არტისტი.

1998 - ღირსების ორდენი თეატრისა და კინოხელოვნების განვითარებაში, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის

საქართველოს სახელმწიფო პრემია

1944 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

1944 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი, სადაც 120-მდე როლი შეასრულა.  განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი როლები: მიხეილ მრევლიშვილის პიესაში "ბედი მგოსნისა"  განსახიერებული ნიკოლოზ ბარათაშვილის როლი;  ნოდარ დუმბაძის "საბრალდებო დასკვნაში"  - ტიგრან გულოიანის როლი;  დავით კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალში" - პლატონ სამანიშვილის როლი.

მეუღლე  - ცნობილი ქართველი თეატრმცოდნე, ნათელა ურუშაძე 

ფილმოგრაფია 

ჭრიჭინა (1954) - მსახიობი (ლევანი)

აბეზარა (1956)  - მსახიობი (ვახტანგი)

ეთერის სიმღერა (1956) - მსახიობი (ნესტორი)

ქალის ტვირთი  (1957) - მსახიობი (ნიკო)

წარსული ზაფხული (თეთრი სასტუმრო, 1959)  - მსახიობი (ბესარიონი)

არდადეგებზე (1962) - მსახიობი (მამა)

ქალაქი ადრე იღვიძებს (1967) - მსახიობი

ჩემი მეგობარი ნოდარი (1967)  - მსახიობი (ლოგიკის მასწავლებელი)

ადამი და ხევა (1969)  - მსახიობი (ადამი)

ბედნიერ  ნაპოვნთა დრო (Время счастливых находок, "მოსფილმი", 1969) - მსახიობი (კოლია ბიძია)

წყალდიდობა (1970) - - მსახიობი  (ფრენჩიანი კაცი)

სამკაული სატრფოსათვის (1971) - მსახიობი (ჟანდარი)

ჩარი-რამა (1972) - მსახიობი (დირიჟორი)

ვერის უბნის მელოდიები (1973) - მსახიობი (ფარმაცევტი)

ანარეკლი (1974) - მსახიობი

ღამის ვიზიტი (1974)  - მსახიობი (გოგოლაძე)

აურზაური სალხინეთში (1975) - მსახიობი (დათიკო)

გაქცევა გათენებისას (1975) - მსახიობი (ლონგინოზი)

ბაკულას ღორები (1976) - მსახიობი (გალაქტიონი)

ნატვრის ხე (1976) - მსახიობი (ჩაჩიკა)

საქმე გადაეცემა სასამართლოს (1976)  - მსახიობი (სართანია)

ბათა ქექია (1978) - მსახიობი

დათა თუთაშხია (1978) - მსახიობი (სანდრო კახიძე)

კაცია ადამიანი?! (1979) - მსახიობი (მოსე)

მოხუცი მემანქანე (1981) - მსახიობი

ფესვები (1987)  - მსახიობი (ჯანდიერი) 

ქველი  (ალმანახი "ასეც ხდება", 1988) - მსახიობი (გიგა ხაჩიძე) 

სიბრძნე სიცრუისა (1991) -  მსახიობი (მოტირალი-მოცინარი, ორი პურით მემასპინძლე, მცველი)

რა გაცინებს? (1995)  - მსახიობი

ანთიმოზ  ივერიელი (2001) -- მსახიობი (ივერთ მონასტრის ბერი)

6 და 7 (მისტიკური დრამა ადამისა და ევას სულიერ ისტორიაზე) (1993-2003) - მსახიობი