მე ვარ ბესო (2014)

რეჟისორი: ლაშა ცქვიტინიძე

ჯილდოები: 2014. თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალი. ეროვნული კონკურსის გამარჯვებული ფილმი
სიუჟეტი: ბესო 14 წლის ბიჭია, რომელიც რეპერობაზე ოცნებობს და დიქტოფონზე საკუთარ "კომპოზიციებს"იწერს. მის ირგვლივ ბევრი პრობლემაა: ჩერნობილში დაავადებული მამა, ყოველდღე ბაზარში დგომით გაწამებული დედა, უცნაური ძმა, ჩაგვრა თანაკლასელთა მხრიდან, მაგრამ ბესო და მისი მეგობარი მაინც არ კარგავენ ბავშვურ ხალისს.
სცენარის ავტორი: ლაშა ცქვიტინიძე
ოპერატორი:  შალვა სოყურაშვილი
მხატვრები: ნატო ბაგრატიონი, ანუკა კალანდარიშვილი
მონტაჟი: ნოდარ ნოზაძე
ხმა: პაატა გოძიაშვილი, ნიკა ფანიაშვილი
როლები: ცოტნე ბარბაქაძე (ბესო), სოსო ტარყაშვილი, ზაზა სალია, ნანული ხვედელიძე, ლერი ბექაური, სერგო გალსტიანი, ვიქტორ ბარბაქაძე
ხანგრძლივობა: 92 წთ
ფერი: ფერადი