მამის მკვლელი  (1923)

У позорного столба 

რეჟისორი: ამო ბეკ-ნაზაროვი

         

ჟანრი: მელოდრამა

სიუჟეტი: ახალგაზრდა მოხევე იაგოს შეუყვარდება ნუნუ. ნუნუ ხანდაზმულ ჩაფარს, გირგოლასაც მოსწონს. გირგოლას ხეიბარი, გონებასუსტი ძმა, ნინიაც ასევე შეყვარებულია ნუნუზე. გირგოლა ცოლიანია, ამიტომ ნუნუს ძალით დასწერს ჯვარს ნინიაზე, იაგოს კი სრულიად უმიზეზოდ აჭერინებს. გირგოლა ნუნუს აუპატიურებს, მას თვითმკვლელობისგან იაგოს მეგობრები გადაარჩენენ და იტაცებენ. ციხიდან გამოქცეული იაგო და მისი მეგობრები, გირგოლას მიერ ალყაში მომწყვდეულები, ჩაფრებთან ბრძოლაში იღუპებიან. გირგოლა მიპარვით კლავს ნუნუს მოხუც მამას, მკვლელობას კი ნუნუს აბრალებს. ნუნუს აციმბირებენ, სადაც იღუპება კიდეც. იაგოს ძმადნაფიცი კობა მაინც ახერხებს შურისძებას და სასიკვდილოდ დაჭრის გირგოლასა და მის მფარველ დიამბეგს.

სცენარის ავტორი: ამო ბეკ-ნაზაროვი, ალექსანდრე ყაზბეგის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხ.

ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი

მხატვრები: ვალერიან სიდამონ-ერისთავი, კ.ტირი

როლები: ვასო (ვასილ) არაბიძე (ონისე), ბეჟანოვა (მახია, ონისეს ცოლი), ნატო ვაჩნაძე (ნუნუ, ონისეს ძმისშვილი), ვანო სარაჯიშვილი (იაგო), კოტე ანდრონიკაშვილი (კობა), აკაკი ვასაძე (გირგოლა), ნიკო გვარაძე (მისი ძმა, ნინია), ზაქარია ბერიშვილი (გლახო, ნუნუს მამა), ჩუტა (ელენე) ერისთავი-ჟღენტი (ნუნუს დედა), პაველ ესიკოვსკი (კაზაკი)

ხანგრძლივობა: 61'

ფერი: შავ-თეთრი

ხმა: უხმო

 

„სახკინმრეწვი“