აკაკი ვასაძე

მსახიობი

დ. 6.06.1899, ქუთაისი - 23.03.1978, დაკრძალულია დიდუბის პანთეონში (თბილისი)

საქართველოს სახალხო არტისტი (1934). 

სსრკ სახალხო არტისტი (1936)

სამგზის სტალინური პრემიის ლაურეატი (1942, 1946, 1951); 

დაჯილდოვებულია წითელი დროშის ორდენით (1936)

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1974)

იყო საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

 

1920 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი; 

1918-1920 წლებში გიორგი ჯაბადარის  დრამატულ სტუდიაში ეუფლებოდა სამსახიობო ოსტატობას;

მუშაობდა მხატვარ-დეკორატორად ქუთაისის თეატრში, აქვე პირველად გამოვიდა სცენაზე (1917).

არის კორპორაცია "დურუჯის" შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. 

 1921 წლის იანვარ-აპრილში გამოუკიდებელი საქართველოს ასპინძის ბატალიონის ჯარისკაცია, რომელიც ბათუმში იდგა და მონაწილეობა მიიღო თურქეთის ჯარების წინააღმდეგ ბრძოლებში. ამავე წლის მაისიდან რუსთაველის სახელობის თეატრში ბრუნდება.

 1920-1958წწ.  მუშაობდა რუსთაველის სახელობის თეატრში; 1935-1955წწ. იყო ამავე თეატრის, ხოლო 1958-1968წწ. ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1969 წლიდან  მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ხოლო 1975 წლიდან თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში; 

შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: რუსთაველის თეატრში - მენგო (ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო"), ახმა (სანდრო შანშიაშვილის "ანზორი"), ფრანც მოორი (შილერის "ყაჩაღები"), იაგო ( შექსპირის "ოტელო"), კიკვიძე (ვანიონ დარასელის "კიკვიძე", მისივე დადგმა, სტალინური პრემია, 1942), დარისპანი ("შემოდგომის აზნაურები", დავით კლდიაშვილის მიხედვით), სვიმონ ლიონიძე (დიმიტრი ერისთავის "სამშობლო"), შუისკი (ალექსანდრ სოლოვიოვის "დიდი ხელმწიფე", მისივე დადგმა, სტალინური პრემია, 1946), პეპია (ილია ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი"), აბდულ სადიქი (ილო მოსაშვილის "ჩაძირული ქვები", მისივე დადგმა, სტალინური პრემია, 1951)  და სხვ.; ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახ. თეატრში - ყვარყვარე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), რიჩარდ III (შექსპირის "რიჩარდ მესამე"), ნერონი (ლევან სანიკიძის "ნერონი") და   რუსთავის თეატრში - ისიდორე (ნოდარ დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა"), მეფე ლირი ( შექსპირის "მეფე ლირი", შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო პრემია, 1975);   კოტე მარჯანიშვილის სახ. თეატრში - პასტორი მანდერსი (ჰენრიკ იბსენის "მოჩვენებანი"). 

ავტორია წიგნების: 

უჩვეულო დღეები.  მოთხრობები 1971.

“მოგონებები, ფიქრები”, ტ. I (1977), ტ. II (1983) 

“ჩემი სამსახიობო გზა” .1988

 

ფილმოგრაფია

მამის მკვლელი (1923) - მსახიობი (გირგოლა)

სამანიშვილის დედინაცვალი (1926) - მსახიობი (პლატონი)

დინა ძაძუ (1926) - მსახიობი (გარდუფხანი)

ქალი ბაზრობიდან (1928) - მსახიობი (ედვინი)

გიორგი სააკაძე  (1942-1943) - მსახიობი (შაჰ-აბასი)

მაგდანას ლურჯა (1955) - მსახიობი (მამასახლისი)

მე ვიტყვი სიმართლეს (1957) - მსახიობი (მელიტონი)

მაიაკოვსკი იწყებოდა ასე (1958) - მსახიობი (ალიხანოვ-ავარსკი)

ფატიმა (1958) - მსახიობი (ზაურბეკი)

დღე უკანასკნელი, დღე პირველი (1959) - მსახიობი (პროფესორი)

ამბავი ერთი ქალიშვილისა (1960) - მსახიობი (მიხა) 

უდიპლომო სასიძო (1961) - მსახიობი (პარმენი)

ტარიელ გოლუა (1968) - მსახიობი (დავითი)

დიდოსტატის მარჯვენა (1969-1970) - მსახიობი (ფარსმან სპარსი)

მთვარის მოტაცება (1972-1973) - მსახიობი (ტარიელ შერვაშიძე)

საქმე გადაეცემა სასამართლოს (1976) - მსახიობი (გორდეზიანი)

დათა თუთაშხია (1977) - მსახიობი (მორდუხაი)