შუქურას საიდუმლოება (1925)

რეჟისორი: ვლადიმერ ბარსკი

ჟანრი: მელოდრამა

სიუჟეტი: მე-19 საუკუნის რუსეთი. ქართველ სტუდენტს უყვარს ქალიშვილი და მის ცოლად შერთვას აპირებს. მაგრამ ქალიშვილი სხვას შეიყვარებს. ასლანი კლავს მეტოქეს, თვითონ კი კავკასიას აფარებს თვს და კონტრაბანდისტებს მიეკედლება. აქ დაცოლშვილდება კიდეც. ერთხელ, მესაზღვრეებთან შეტაკებისას დაჭრის შემდეგ შინ დაბრუნებულს ცოლ-შვილი გემის კაპიტნის მიერ ხვდება გატაცებული. სასოწარკვეთილი ასლანი ზღვაში გადავარდება, მაგრამ არ იღუპება. ზღვა მას უდაბურ კუნძულზე გარიყავს, სადაც, გამოქვაბულში, ადამიანის ჩონჩხსა და განძეულს იპოვის. ასლანს ახსენდება ლეგენდა შეშლილ მოხუცზე, რომელიც შურისძიების მიზნით კუნძულისკენ იტყუებდა გემებს და წყალქვეშა მეჩეჩებზე ამსხვრევდა. ასლანიც იგივე სჩადის, და როცა მის კუნძულთან გემი იმსხვრევა, ნამსხვრევებში ასლანი თავისი ცოლის გვამსა და გონებამიხდილ ქალიშვილს აღმოაჩენს. გადის წლები. მოხუცი თავისი ასულის სიყვარულით ცოცხლობს. ერთხელაც მათ კუნძულზე შემთხვევით ახალგაზრდა მებადური მოხვდება. ქალიშვილი ტოვებს მამას და მას მიჰყვება. მოხუცი თავს იხრჩობს.

სცენარის ავტორი: ვლადიმერ ბარსკი

ოპერატორი: ანტონ პოლიკევიჩი

მხატვარი: პოლიკარპ კაზაკევიჩი

კომპოზიტორი: ვიქტორ ორანსკი

როლები: აკაკი ხორავა (ასლანი), კლეოპატრა ჯაში (კლეოპატრა, ასლანის ცოლი), ზაქარია ტერიშვილი (ასლანის მამა), მარია თენაზი (აიშე, ასლანის ქალიშვილი), ნიკოლოზ სანიშვილი (მებადური), ა.შაფი (კაპიტანი), შალვა ხუსკივაძე (კაპიტნის თანაშემწე), იან ბურინსკი (ბოცმანი), ზ.ნევინსკაია, მარია არნაზი

ხანგრძლივობა: 55’

ფერი: შავ-თეთრი

ხმა: უხმო

„სახკინმრეწვი“