ნათელა (1926)
რეჟისორი: ამო ბეკ-ნაზაროვი
სიუჟეტი: 1840-იანი წლების დასავლეთ საქართველო. თავის სამჭედლოში შრომობს უტუ მიქავა. მასთან არიან მისი მეგობრები, მისი თანაშემწე ჯონდო და შეგირდი ხითი. ჯონდოს უტუ მიქავას და ნათელა უყვარს. დადიანის სასახლის ასაშენებლად მორეკილი ყმა გლეხების მძიმე შრომის შემხედვარე, ჯონდო მათ გამოექომაგება, რისთვისაც მას დილეგში ჩააგდებენ. დადიანები თურქეთში გასაყიდი ტყვეების სიას ადგენენ, მასში ნათელაც ხვდება. იფეთქებს გლეხთა აჯანყება, რომელსაც უტუ მიქავა ჩაუდგება სათავეში, მაგრამ ნათელა უკვე გაყიდეს და ის ომარ ფაშას ჰარამხანაშია. ნათელა ზანგი ბიჭის დახმარებით ახერხებს გაათავისუფლოს ომარ ფაშას ტყვეობაში მყოფი ჯონდო და მასთან ერთად შეუერთდეს აჯანყებულებს. გლეხთა აჯანყებას ჩაახშობენ. უტუ მიქავას, ჯონდოსა და სხვა მეთაურებს ციმბირში ასახლებენ.
სცენარის ავტორები: შ.შიშმარევი, ამო ბეკ-ნაზაროვი
ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი
მხატვრები: ვალერიან სიდამონ-ერისთავი, ფიოდორ პუში
როლები: ნატო ვაჩნაძე (ნათელა), აკაკი ხორავა (უტუ მიქავა), მიხეილ ჭიაურელი (ჯონდო), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (ხითი), კოტე ანდრონიკაშვილი (ომარ ფაშა), დიმიტრი ყიფიანი (თავადი ჩიჩუა), ალისა ქიქოძე (სიდუ, მიქავას სატრფო), ზაალ ტერიშვილი (ზედამხედველი), ელისაბედ ჩერქეზიშვილი (ეკატერინე დადიანი), ქეთევან ჩიკვაიძე (მაია, ეკატერინეს დისშვილი), მიხაილ გარაგაში (დურსუნ-ბეი), ვასილ (ვასო) არაბიძე (კორძაია)
ხანგრძლივობა: 70'
ფერი: შავ-თეთრი
ხმა: უხმო
„სახკინმრეწვი“