სამანიშვილის დედინაცვალი (1926)

რეჟისორები: კოტე მარჯანიშვილი, ზაქარია ბერიშვილი

ჟანრი: ტრაგიკომედია

სიუჟეტი: წვრილშვილიანი ოჯახის პატრონი, ხელმოკლე აზნაური პლატონ სამანიშვილი დიდ გასაჭირშია - მამამისი, ქვრივი ბეკინა ცოლის შერთვას გადაწყვეტს. პლატონი, გამოსავალის ძებნაში, მოიფიქრებს თავად მოუძებნოს მამას შესაფერისი ქალი: ორნაქმარევი, უშვილო დედაკაცი. მსგავსი ქალი მეზობელ სოფელში ეგულება და სიძესთან, კირილე მიმინოშვილთან ერთად მიდის მის სანახავად და უმზითვობის გამო, მისი მოტაცების გათმაშებაც კი უწევთ. მაგრამ პლატონის ყოველგვარი მცდელობა ამაო გამოდგა - დედინაცვალს ვაჟი შეეძინა, პლატონის ისედაც მწირე მემკვიდრეობის მეწილე.

სცენარის ავტორები: სერგო კლდიაშვილი, ნიკოლოზ შენგელაია, დავით კლდიაშვილის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მოხედვით

ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი

მხატვრები: სემიონ გუბინ-გუნი, მიხეილ ჭიაურელი

როლები: აკაკი ვასაძე (პლატონი), მიხეილ ლორთქიფანიძე (კირილე), ცეცილია წუწუნავა (მელანო), შალვა ღამბაშიძე (ბეკინა), აკაკი ჟორჟოლიანი (არისტო), ნ.ჯავახიშვილი (დედინაცვალი)

ხანგრძლივობა: 40’

ფერი: შავ-თეთრი

ხმა: უხმო

ფილმი 1972 წელს აღადგინა რეჟ. ვახტანგ ტაბლიაშვილმა

„სახკინმრეწვი“