ჰოლტზე (1928)
Верхом на Хольте
რეჟისორი: ლეო ესაკია
სიუჟეტი: ახლადდაარსებული კოლმეურნეობის გამგეობაში ადგილს კულაკი გიგაშვილი დაიმკვიდრებს, რომელიც თავიდან იშორებს მისთვის არასასურველ პირებს და ქალაქიდან მიღებულ პირველ ტრაქტორს თავის შვილს აბარებს. ტრაქტორით სარგებლობაში ის ფულს ახდევინებს გლეხებს. უკმაყოფილო გლეხები საქმის გასარვევად თავის წარმომადგენელს უშვებენ ქალაქში. გლეხებს კომისიის შექმნას პირდებიან, მაგრამ გადის თვეები და ყველაფერი ძველებურადაა. მაშინ გლეხები, პრესის მეშვეობით, კვლავ აღძრავენ საქმეს. საქმეში ერევა მუშათა და გლეხთა ინსპექცია. ბიუროკრატების სათანადოდ ისჯებიან. საგანგებო კომისია აუქმებს ძველ, ფიქტიურ კოლმეურნეობას და ქმნის ახალს. ტრაქტორი და სხვა სასოფლო-სამეურნეო იარაღები ხალხის საკუთრება ხდება.
ოპერატორი: ვლადისლავ პოზნანი
მონტაჟი: ვასილ დოლენკო
მხატვარი: ვალერიან სიდამონ-ერისთავი
როლები: პავლე მხეიძე (პავლე, დემობილიზებული წითელარმიელი), ფ.გიგაშვილი (კულაკი), დ.გაჩეჩილაძე (კულაკის შვილი), შალვა ხომერიკი (კოლმეურნე), ალექსანდრე ჯალიაშვილი (ტრაქტორისტი). მასობრივ სცენებში მონაწილეობენ სოფელ მუხრანის გლეხები.
ხანგრძლივობა: 67'
ფერი: შავ-თეთრი
ხმა: უხმო
„სახკინმრეწვი“