ლეო ესაკია

კინორეჟისორი

27.02.1899, სენაკი -27.06.1969
საქართველოს დამსახურებული არტისტი (1969)
დაამთავრა უმაღლესი პარტიული სკოლის ასპირანტურა. 1927 წლიდან მუშაობდა ქართულ კინოში, ჯერ სცენარისტად, ხოლო 1929 წლიდან კი რეჟისორად.  მიეკუთვნებოდა  "ლეფის" დაჯგუფებას (ლეფელები რადიკალურად უარყოფდნენ მხატვრული კინოს პრინციპებს და მიაჩნდათ რომ სიმართლის გადმოცემა მხოლოდ ქრონიკას შეეძლო). 1941–1955 წლებში იყო საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კინემატოგრაფიის მინისტრის მოადგილე, შემდეგ კულტურის სამინისტროს სამმართველოს უფროსი. 1941–46 წ.წ. იყო რადიოკომიტეტის თავმჯდომარე. 50–იან წლებში კვლავ დაუბრუნდა რეჟისურას და ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზება დაიწყო. 

ფილმოგრაფია

ჰოლტზე (1928) - სცენარისტი, რეჟისორი

ამერიკანკა (1930) - რეჟისორი

შაქირი (როტე ფანე) (1932) - რეჟისორი

ფრთოსანი მღებავი (1936)  სცენარისტი,  რეჟისორი 

ქალიშვილი გაღმიდან (1940)  სცენარისტი,   რეჟისორი 

ბაში-აჩუკი (1956)  სცენარისტი,   რეჟისორი 

ნინო (1959)     რეჟისორი

გლახის ნაამბობი (1961) -   სცენარისტი,  რეჟისორი

აბესალომ და ეთერი (1969)  სცენარისტი,   რეჟისორი