ქალი ბაზრობიდან (1928)

რეჟისორი: გიორგი მაკაროვი

      

ჟანრი: მელოდრამა

სიუჟეტი: ამერიკაში, მდიდარი მოხუცის ჯემს ადამსის ფერმაში მამასთან ერთად მუშაობს მისი სამი ვაჟი. შვილებს სძულთ მამა, თითოეული ოცნებობს ხელში ჩაიგდოს მისი ფერმა. მაგრამ მამის მოულოდნელი ქორწინება მათ ოცნებებს ფრთებს აკვეცს. უფროსი ვაჟი, რიჩარდი აიძულებს ძმებს კლონდაიკში წავიდნენ ოქროს მაძიებლებად, თვითონ კი შინ რჩება. ახალგაზრდა ცოლი, ელენი, ბოროტი და ცბიერი ქალი გამოდგა, ცდილობს გაბატონებული მდგომარეობა დაიმკვიდროს ოჯახში. ის სასიყვარულო ურთიერთობას აბამს რიჩარდთნ, რათა შვილი გააჩინოს, რომელიც ფერმის მემკვიდრე გახდება. რიჩარდი ელენისგან მოხუცის მკვლელობას ითხოვს. ელენს უკვე ძლიერ უყვარს რიჩარდი და მზადაა მისი სურვილი შეასრულოს, ოღონდ გაუგებრობის ნიადაგზე არა მეუღლეს, არამედ საკუთარ შვილს კლავს. სასოწარკვეთილი ადამსი უფსკრულში გადაიჩეხება. რიჩარდს და ელენს პოლიცია აპატიმრებს.

სცენარის ავტორები: პიოტრ მორსკოი, გიორგი მაკაროვი, ვ.ენგელსი, იუჯინ ო’ნეილის პიესის „სიყვარული თელებ ქვეშ“ მიხ.

ოპერატორი: ვიქტორ ენგელსი

მხატვარი: რობერტ ფედორი

მონტაჟი: ვასილ დოლენკო

როლები: ანდრო მურუსიძე (ჯემს ადამსი), ბელა ბელეცკაია (ელენ ვეი), შალვა ღამბაშიძე (რიჩარდი), აკაკი ვასაძე (ედვინი), მარინა შირაი (მინი, ედვინის შეყვარებული), გ.ინაშვილი (ბობი)

ხანგრძლივობა: 6ნ. 1709მ

ფერი: შავ-თეთრი

„სახკინმრეწვი“

ფილმი 1966 წელს გაახმოვანა რეჟისორმა შალვა მარტაშვილმა