ახალგაზრდობა იმარჯვებს (1928)
რეჟისორი: მიხეილ გელოვანი
სიუჟეტი: 1920-იანი წლების აჭარა. სოფელში ბიჭი შემთხვევით მეზობლის ქათამს მოკლავს. ამის გამო მეზობლები სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდებიან ერთმანეთს. ერთ-ერთი მოქიშპე ოჯახის წევრი ისმაილი კომკავშირელია, ეს მას ნებას არ აძლევს შური იძიოს მეორე ოჯახის წევრ ჯემალიზე, მაგრამ ერთ-ერთი შეტაკების დროს ისმაილის ძმას შემთხვევით შემოაკვდება ჯემალის ძმა. ამის შემდეგ ოჯახები მოსისხლე მტრები ხდებიან. შემოდგომაზე ამ ოჯახების შვილები სასწავლად თბილისში მიდიან. ჯემალის მამა შვილს შურისძიებას ავალებს, მაგრამ ინსტიტუტის კომკავშირლების ძალისხმევით ისინი რიგდებისნ და გმობენ სისხლის აღების წესს. არდადეგებზე სოფელში ჩასული ჯემალი და ისმაილი ადგილობრივი კომკავშირელების დახმარებით ოჯახების შერიგებასაც ახერხებენ.
სცენარის ავტორი: გიორგი მდივანი (ვიქტორ შკლოვსკის თემა)
ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი
მხატვარი: ვალერიან სიდამონ-ერისთავი
როლები: არკადი ხინთიბიძე (ისმაილი), თამარ თვალავაძე (აიშე, ისმაილის და), ვიქტორ გამყრელიძე (რეჯეთი, მათი მამა), ლევან ხოტივარი (მურთაზი), სიკო ფალავანდიშვილი (ჯემალი), ს.ვაჩნაძე (იუსუფი), კირილე მაჭარაძე (სულეიმანი, ჯემალისა და იუსუფის მამა)
ხანგრძლივობა: 75'
ფერი: შავ-თეთრი
ხმა: უხმო
„სახკინმრეწვი“
1965 წელს აღადგინა, გადაამუშავა და გაახმოვანა რეჟისორმა გ.გუნიამ