ლევან (ლელიკო) ხოტივარი

კინორეჟისორი

     დ. 4.01.1902, ქუთაისი - 1980, დეკემბერი, თბილისი  

     საქართველოს სახალხო არტისტი (1980)

     ქუთაისში დაამთავრა კლასიკური გიმნაზია 1921 წელს.

     იმავე წელს   სწავლა გააგრძელა  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში  სოციალურ ეკონომიკურსა და აგრონომიულ ფაკულტეტებზე.

     უნივერსიტეტი  არ დაუმთავრებია -  კინემატოგრაფმა გაიტაცა და განათლების სახალხო კომისარიატთან არსებულ სამსახიობო სკოლა სტუდიაში ჩააბარა, რომელიც 1925 წელს დაამთავრა.

     1924 წლიდან მონაწილეობს ფილმებში როგორც მსახიობი. მუშაობს რეჟისორის ასისტენტად და მეორე რეჟისორად კინოსტუდია "ქართულ ფილმში".

     1957  წელს იღებს პირველ დამოუკიდებელ ფილმს "მე ვიტყვი სიმართლეს"

       

ფილმოგრაფია

დაკარგული საუნჯე  (1924)  - მსახიობი

წარსულის საშინელებანი (1925) - მსახიობი

ათასის ფასად (დაჰკრა ჟამმა, წარსულის საშინელებანი, მეორე სერია, 1925 წ) - მსახიობი

ვინ არის დამნაშავე (1925) - მსახიობი

დინა ძაძუ (1926) - მსახიობი

ხანუმა (1926) - მსახიობი (თედო ბიჭი)

ჯანყი გურიაში (1928) - მსახიობი

ბოშური სისხლი (1928) - რეჟისორის ასისტენტი

ახალგაზრდობა იმარჯვებს (1928) - მსახიობი (მურთაზ ვერძაძე)

შაქირი (1932) - რეჟისორის ასისტენტი

მზაღო და გელა (1933) - მსახიობი (გელა) 

უკანასკნელი მასკარადი (1934) - მსახიობი (მენშევიკი ოფიცერი)

ნახვამდის (1934) - მსახიობი (თენგიზი)

ფრთოსანი მღებავი (1936) - მსახიობი

ნარინჯის ველი (1937) - მსახიობი (თედო)

სამშობლო (1939)  - მსახიობი (არჩილი)

მეგობრობა (1940) - მსახიობი (არისტო)

საბუხი (1941, აზერბაიჯანი) - მსახიობი (თავადი ორბელიანი)

ჯურღაის ფარი (1944) - მეორე რეჟისორი

ჭირვეული მეზობლები (1945) - მეორე რეჟისორი

ჭრიჭინა (1954)  - სცენარის ავტორი, რეჟისორი სიკო დოლიძესთან ერთად

მე ვიტყვი სიმართლეს (1957) - რეჟისორი, სცენარის ავტორი

განაჩენი (1959)  - რეჟისორი

უდიპლომო სასიძო (1961)  - რეჟისორი, სცენარის ავტორი

ტარიელ გოლუა (1968)  - რეჟისორი

მხიარული რომანი (1972)  - რეჟისორი, სცენარის ავტორი,  მსახიობი

ჩირიკი და ჩიკოტელა (1975)  - რეჟისორი რამაზ ხოტივართან ერთად

 

 იხ. გიორგი დოლიძე. ლელიკო ხოტივარი - „კინო“ , კინომასალების კრებული, რედაქტორი აკაკი ძიძიგური. „საბჭოთა საქართველო“, 1981. გვ.76-82