ელისო (1928)
რეჟისორი: ნიკოლოზ შენგელაია
ჟანრი: დრამა
სიუჟეტი: მოხევე ვაჟიას ჩეჩენი ელისო უყვარს. ის ტრადიციულად იჯარით იღებს საძოვრებს ჩეჩნებისგან, მაგრამ ამჯერად ჯამაათი უარს ეუბნება მეზობლებს იჯარაზე, რადგან კაზაკების გენერალი ამის უფლებას არ აძლევს. მეფის მთავრობა ჩეჩნების გადასახლების საბაბს ეძებს, მშვიდობიანი სოფელი ვერდი ამის საბაბს არ იძლევა, მაგრამ მეფის ხელისუფლებას თავისი კაცი ჰყავს აულში, ფლიდი სეიდულა, რომელიც მზად არის მცირედი ჯილდოს ფასად გაყიდოს თავისიანები. როცა ვაჟიას ჩარევის გამო პირველი პროვოკაცია საქონლის გატაცებით წარუმატებელი აღმოჩნდება, მოღალატეები სხვა გზას მიმართავენ და გენერალ-გუბერნატორის სახელზე დაწერილი არზის შინაარსს ცვლიან ისე, რომ სოფელში დარჩენის ნაცვლად გამოდის, თითქოს სოფლის მცხოვრებნი თურქეთში გადასახლებას ითხოვენ. სოფელს ასახლებენ. ელისოსთვის ეს ორმაგი ტკივილია: სამშობლოსთან და შეყვარებულთან განშორება. ვაჟია აიძულებს გენერალს გააუქმოს გადასახლების ბრძანება, მაგრამ უკვე გვიანია. ელისო თანასოფლელების მიტოვებას შეყვარებულთან განშორებას არჩევს. სასოწარკვეთილი ქალი ცეცხლს უკიდებს სოფელს.
სცენარის ავტორები: ნიკოლოზ შენგელაია, სერგეი ტრეტიაკოვი, ალ. ყაზბეგის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით
ოპერატორი: ვლადიმერ კერესელიძე
მხატვარი: დიმიტრი შევარდნაძე
კომპოზიტორი: იონა ტუსკია
ხმა: რ.ლაპინსკი, ი.გრიგორიანი
მონტაჟი: ვასილ დოლენკო
როლები: ალექსანდრე იმედაშვილი (ასტამური), კოხტა ყარალაშვილი (ვაჟია), კირა ანდრონიკაშვილი (ელისო), ილია მამფორია (სეიდულა), ცეცილია წუწუნავა (ზაზუბიკა, სეიდულას ცოლი), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (გენერალი), კ.გურიანოვი (კვარტირიერი), ი.გალკინი (ურიადნიკი), მარიკა ჩიმიშკიანი (მუსლიმათი, ქვრივი)
ხანგრძლივობა: 90'
ხმა: უხმო
ფერი: შავ-თეთრი
„სახკინმრეწვი“
პაატა იაკაშვილი "ელისო" - ყველა დროის 12 საუკეთესო ქართული ფილმი. პროექტის ავტორი დავით აბდალაძე. თბილისი. 2012 წელი