ამერიკანკა (1930)
რეჟისორი: ლეო ესაკია
ჟანრი: ისტორიულ-რევოლუციური დრამა
სიუჟეტი: მოსკოვის ბოლშევიკების ორგანიზაცია არალეგალურ სტამბას აწყობს. ის ხილის დუქნის სარდაფშია გამართული. აქ დგას საბეჭდი მანქანა, ე.წ. „ამერიკანკა“. მასზე, მიუხედავად მეფის ოხრანკის გაძლიერებული თვალთვალისა, სისტემატურად იბეჭდება და ფართოდ ვრცელდება რევოლუციური ლიტერატურა. დეკემბრის აჯანყების დღეებში არალეგალური სტამბის მუშები ბარიკადებზე იბრძვიან. პატარა „ამერიკანკა“ ასობით ახალმა მანქანამ შეცვალა. მილიონიანი ტირაჟით იბეჭდება რევოლუციური ლიტერატურა. ბოლო კადრები ასახავს ლენინის გამოსვლას მუშათა მიტინგზე. ფილმი აგებულია დოკუმენტურ მასალაზე. სტამბა ნამდვილად არსებობდა მოსკოვში, ლესნაიას ქუჩაზე. აქვე მიმდინარეობდა გადაღებებიც.
სცენარის ავტორები: გიორგი სტურუა, ვიქტორ შკლოვსკი, გიორგი მდივანი
ოპერატორები: სერგეი ზაბოზლაევი, მიხაილ გალპერინი
მხატვრები: ალექსეი უტკინი, შალვა მამალაძე
როლები: ზაქრო ბერიშვილი (დუქნის მეპატრონე), არკადი ხინთიბიძე, ალექსანდრ გრომოვი, გიორგი მდივანი, ა.კუსაკოვა, ნ.სმირნიკოვი (სტამბის მუშები), იური ლავროვი (მემამულე)
ხანგრძლივობა: 76'
ფერი: შავ-თეთრი
ხმა: უხმო
„სახკინმრეწვი“