საკანი N79 (1930)
რეჟისორი: ზაქარია ბერიშვილი
ჟანრი: დრამა
სიუჟეტი: ქალაქის ერთ-ერთ საამქროში შრომის აუტანელი პირობების გამო იღუპება მუშა. მუშათა შორის რევოლუციური მღელვარება იწყება. პოლიციელები ახშობენ მღელვარებას. სხვებთან ერთად აპატიმრებენ რევოლუციური ორგანიზაციის აქტიურ წევრს, მაროს. მისი მცირეწლოვანი შვილი უპატრონოდ რჩება. დედა და შვილი კარგავენ ერთმანეთს. მდიდარი ფაბრიკანტი, რომელსაც მემკვიდრე არ ყავს, იშვილებს მას. გადის წლები. მარო კვლავ განაგრძობს რევოლუციურ საქმიანობას, აქტიურად ეხმარება რევოლუციონერებს ციხიდან გაქცევაში. მაგრამ გაქცეულებს კვლავ აპატიმრებენ და მათ სიკვდილით დასჯა ელით. პროცესზე პროკურორად აკაკი მამულოვი, ფაბრიკანტის შვილობილი ინიშნება. მარო შემთხვევით გაიგებს, რომ ის მისი შვილია, ხვდება მას და ცდილობს დაიყოლიოს ის განაჩენის შემსუბუქებაზე, მაგრამ მამულოვი დედად არ ცნობს მას და სახლიდან გამოაგდებს. პროცესზე სასიკვდილო განაჩენის კითხვისას მარო რევოლვერით კლავს შვილს.
სცენარის ავტორები: სიკო დოლიძე, შალვა ალხაზიშვილი
ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი
მხატვარი: ვალერიან სიდამონ-ერისთავი
მონტაჟი: ვასილ დოლენკო
როლები: ნუცა ჩხეიძე (მარო), ნიკოლოზ მამულაშვილი (აკაკი, პროკურორი), კოხტა ყარალაშვილი (უშანგი, რევოლუციონერი), შალვა ხონელი (ფაბრიკანტი), რ. დანიჩ-ბერიშვილი (ფაბრიკანტის მეუღლე), თამარ ბოლქვაძე (პროკურორის მეუღლე), ნ.თუხარელი (აკაკი ბავშვობაში)
ხანგრძლივობა:75'
ფერი: შავ-თეთრი
„სახკინმრეწვი“