ზვავთა მხარეში (1931)
რეჟისორი: სიკო დოლიძე
სიუჟეტი: დემობილიზებული წითელარმიელი გოგოთური თანასოფლელებს მოუწოდებს შეუერთდნენ მეზობელ სასოფლო-სამეურნეო კომუნას. სოფლის წარგზავნილები ირწმუნებენ კოლექტიური მეურნეობის უპირატესობას, მაგრამ მათ წინააღმდეგ გამოდიან ადგილობრივი მდიდარი გლეხები. ისინი გადაწყვეტენ მოსპონ ახალი საქმის მქადაგებელი თანასოფლელები, მაგრამ მთაში, სადაც კულაკები იკრიბებიან თავისი ავი გეგმების დასაწყობად, ზვავი ჩამოწვება და უფსკრულში ჩაიტანს მათ.
სცენარის ავტორი: სიკო დოლიძე
ოპერატორები: ი.ავდიევი, ვლადისლავ პოზნანი
მხატვარი: სერაფიონ ვაწაძე
როლები: ა.ბეზირგანიშვილი (ბექირი, ხევისბერი), ავთანდილ მაისურაძე (გოგოთური), ოლღა კეჟერაძე (გოგოთურის დედა), ზაალ ტერიშვილი (დათვია), ილია მამფორია (დასტური, წმინდა ჭალის დარაჯი)
ხანგრძლივობა: 70'
ფერი: შავ-თეთრი
ხმა: უხმო
„სახკინმრეწვი“