უდაბნო (1932)
რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი
ჟანრი: აგიტფილმი
სიუჟეტი: თბილისელ სტუდენტთა ჯგუფს პრაქტიკაზე მეცხვარეებთან აგზავნიან. აქ საქონელს ძველი მეთოდებით მკურნალობენ ექიმბაშების რჩევით. სტუდენტები მკურნალობის ახალი მეთოდების გამოყენებას იწყებენ. მათ სასტიკ წინააღმდეგობას უწევენ ექიმბაშები. ერთ-ერთი მათგანი ბოროტმოქმედებასაც სჩადის: საკოლმეურნეო ფარაში ციმბირის წყლულით დაავადებულ ცხვარს შერეკავს. ცხვარი იღუპება. პრაქტიკანტები ყველანაირად ცდილობენ ცხვრის ფარის გადარჩენას. სასწრაფოდ ჩაატარებენ აცრას. დროულად მიღებული ზომები შედეგს გამოიღებს.
სცენარის ავტორები: სამსონ სულაკაური, ნიკოლოზ სანიშვილი
ოპერატორი: ვლადისლავ პოზნანი
მხატვარი: მიხეილ გოცირიძე
როლები: არკადი ხინთიბიძე (კოჩია), კირა ანდრონიკაშვილი (აქტივისტი ქალი), შალვა ხოფერია, ნიკო გვარაძე, კოტე დაუშვილი (ბოგაი, მწყემსი ბიჭი), პეტრე ჯალაღანია, ალექსანდრ სემიონოვი, თამარ თვალავაძე, კოხტა ყარალაშვილი, ალექსანდრე თაყაიშვილი, ვასო (ვასილ) არაბიძე
ხანგრძლივობა: 70'
ხმა: უხმო
ფერი: შავ-თეთრი
„სახკინმრეწვი“