შაქირი (როტე ფანე, 1932)

რეჟისორი: ლეო ესაკია

სიუჟეტი: კულაკ ვალტერის მოჯამაგირე რობერტი თანასოფლელებს კოლმეურნეობის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებს. სოფლის ღარიბი გლეხობა აქტიურად უჭერს მხარს მის მოწოდებას. იქმნება გერმანელ კოლონისტთა პირველი კოლმეურნეობა „როტე ფანე“ (წითელი დროშა). ადგილობრივი კულაკები მის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებენ. კულაკების აგიტაციის გავლენით საშუალო შეძლების კოლონისტების ნაწილი გერმანიაში მიდის. კოლმეურნეობა  იზრდება და ძლიერდება, კულაკები კი უძლურდებიან. ვალტერი მოისყიდის თავის დარაჯს, მოხუც შაქირს და რობერტის მოსაკლავად წააქეზებს. მაგრამ შაქირი ვერ იმეტებს რობერტს. ის ამხელს ვალტერის ვერაგულ ზრახვებს და კოლმეურნეობაში შედის. წასული კოლონისტებიდან მოდის წერილი, რომელიც იუწყება, რომ გერმანიაში ეკონომიკური კრიზისი და უმუშევრობაა, და გამოთქმულია სინანული პროვოკაციას აყოლისა და საბჭოთა კავშირიდან წასვლის გამო.

სცენარის ავტორი: გიორგი მდივანი

ოპერატორი: ანტონ პოლიკევიჩი

მხატვარი: სერაპიონ ვაწაძე

კომპოზიტორი: იონა ტუსკია

ხმა: პაველ ხარიტონოვი, როსტისლავ ლაპინსკი

ხმის გამფორმებელი: ვასილ დოლენკო, ა.შაბელსკი

როლები: კოხტა ყარალაშვილი (შაქირი), ბეგლარ ამირჯიანი (ვალტერი), გენადი მიჩურინი (რობერტი), ელენა სენიჩევა-ესაკია (ელფრიდა), ვლადიმირ ბარსკი (კოლონისტი), გ.ლორთქიფანიძე (რობერტის შვილი), ო.გეგელაშვილი და ვიქტორ ჭანკვეტაძე (ვალტერის შვილები)

ხანგრძლივობა: 90'

ხმა: ხმოვანი

ფერი: შავ-თეთრი

„სახკინმრეწვი“

 

https://www.youtube.com/watch?v=sJoIgNVP8W4