ნახვამდის (1934)

რეჟისორი: გიორგი მაკაროვი

ჟანრი: კომედია

სიუჟეტი: ორ ძმას, თავად იმერლებს დიდი ხანია დავა აქვთ მემკვიდრეობის გამო. უფროსი ძმა, დავითი თავის ვაჟს დიდ თანხას ატანს სასამართლოში საქმის „გასაჩარხად“, მაგრამ ის ამ ფულს ქეიფში ფლანგავს, ხოლო საბუთებს ახლადგაცნობილ,   ციხიდან გამოქცეულ რევოლუციონერს, სპირიდონ ლომიძეს   უთმობს.   ის საზღვარგარეთ აპირებს წასვლას, მაგრამ სადგურზე მას საიდუმლო პოლიციის აგენტი ამოიცნობს და დააკავებს. იწყება მისი პიროვნების დადგენა. სპირიდონს „თანასოფლელებს“ დაუპირისპირებენ. არალეგალური ორგანიზაციის მიერ გაფრთხილებული გლეხები არ გასცემენ სპირიდონს. სასამართლო პროცესზეც ყველა დაკითხული სპირიდონს თენგიზ ირმელად აცხადებს, მათ შორის, ძმის ჯიბრზე, თენგიზის ბიძაც, დაბნეული დავითი არეულ ჩვენებას აძლევს სასამართლოს. სპირიდონს ათავისუფლებენ. ის საზღვარგარეთ მიემგზავრება.

სცენარის ავტორები: სამუილ კუპრაშვილი, გიორგი ცაგარელი

ოპერატორი: ა.რუდოი

მხატვარი: ვალერიან სიდამონ-ერისთავი

გახმოვანებული ვარიანტის რეჟისორი: ლევან ხოტივარი

როლები: მიხეილ გელოვანი (სპირიდონ ლომიძე), ნუცა ჩხეიძე (სპირიდონის დედა), კირილე მაჭარაძე (თავადი დავითი), ცაცა ამირეჯიბი (დავითის ცოლი), ლევან ხოტივარი (თენგიზი, დავითის შვილი), პ.ჭყონია (ჯიმშერი, დავითის ძმა), ალექსანდრე  ჟორჟოლიანი (მამასახლისი), ცეცილია წუწუნავა (მამასახლისის ცოლი), არკადი ხინთიბიძე (მოქეიფე ახალგაზრდა), პ.ბარმატოვი (ბრმა), ლიუდმილა ვრუბლიოვსკაია (რევოლუციონერი ქალი), მ.ქორელი (პროკურორი), ალექსანდრე ყალაბეგიშვილი (გენერალი), კოტე ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე კვალიაშვილი, კ.კობიაშვილი, პიოტრ მორსკოი, გიორგი ფრონისპირელი, ლ.ყიფიანი, ს.ეპიტაშვილი, ვალერიან გუნია, ალექსანდრე თაყაიშვილი, ვასო (ვასილ) არაბიძე, გ.ჯავაშვილი, ა.ლორთქიფანიძე, ა.წითლიძე

ხანგრძლივობა: 77'

ხმა: უხმო

ფერი: შავ-თეთრი

 

„სახკინმრეწვი“