უკანასკნელი მასკარადი (1934)
რეჟისორი: მიხეილ ჭიაურელი
ჟანრი: ისტორიული
სიუჟეტი: ერთ ეზოში ცხოვრობენ ფილმის მთავარი გმირები: მუშა- მიტო გიორგობიანი და სახლის პატრონი - თავადი დიომიდე. თავადი სახლში საქორწილო სამზადისია- მისი ქალიშვილი ცოლად დიდ ჩინოვნიკს, ერმოლოვს მიჰყვება; გიორგობიანის ნესტიან სარდაფის ბინაში კი მუშათა საგაფიცვო კომიტეტის სხდომაა. მუშები აფეთქებენ რკინიგზის უფროსს ერმოლოვს, რომლის ბრძანებითაც აპატიმრებენ და აწამებენ გაფიცულ რკინიგზელებს. მიტოს მამას მიტოს მამას სიკვდილით სჯიან, მიტოს კი ციხეში სვამენ. სამი წლის შემდეგ მიტო ციხიდან უკვე ჩამოყალიბებულ რევოლუციონერად გამოდის. იწყება იმპერიალისტური ომი. სხვებთან ერთად მიტოსაც ფრონტზე გზავნიან. ის ომის წინააღმდეგია და ზავის მოწოდებებით გამოდის. თებერვლის რევოლუციის დღეებში მიტო ბოლშევიკური პარტიის წევრი ხდება, მაშინ, როცა თავად დიომიდეს ვაჟი, როსტომი, ადრე სოციალისტი, ახლა მენშევიკური მთავრობის მინისტრია. მენშევიკები უცხოელების სათარეშოდ ხდიან "დამოუკიდებელ" საქართველოს. მენშევიკების წინააღმდეგ აჯანყება იფეთქებს, რომელსაც ქართველი ბოლშევიკები ხელმძღვანელობენ. საქართველოში სოციალისტური რევოლუცია იმარჯვებს.
სცენარის ავტორი: მიხეილ ჭიაურელი
ოპერატორი: ანტონ პოლიკევიჩი
მხატვარი: ვალერიან სიდამონ-ერისთავი
ხმის ოპერატორი: როსტისლავ ლაპინსკი
ხმის რეჟისორი: ვასილ დოლენკო
კომპოზიტორი: გრიგოლ კილაძე
როლები: ალექსანდრე ჯალიაშვილი (მიტო), დუდუხანა წეროძე (მარო), ოლღა ლეჟავა (მიტოს დედა), გიორგი ქუჩიშვილი (მიტოს მამა), სერგო ზავრიევი (დიომიდე), ნატო ვაჩნაძე (თამარი), მიხეილ გელოვანი (როსტომი), ა.ზარდიაშვილი (ნიკო), ვიქტორ გამყრელიძე (მიხო), შალვა გედევანიშვილი (ვოვა), ალექსანდრე ჟორჟოლიანი (მდივანი), კოტე მიქაბერიძე (გალიფელი), ლევან ხოტივარი (მენშევიკი ოფიცერი)
ხანგრძლივობა: 100'
ფერი: შავ-თეთრი
"სახკინმრეწვი"
ფილმი აღდგენილია 1965 წელს. გახმოვანების რეჟისორი შალვა მარტაშვილი